ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა საბერძნეთში წამსვლელი მოთამაშეების სია დაასახელა. კალათბურთელები ბერძენმა სპეციალისტმა საბერძნეთში გამგზავრების წინ, ბოლო ვარჯიშზე შეარჩია.

ნაკრები 11 კალათბურთელით მიემგზავრება, ხოლო ტედ მაკფადენი გუნდს საბერძნეთში შეუერთდება. საბერძნეთი - საქართველოს დაპირისპირება 21 თებერვალს შედგება

ნაკრების შემადგენლობა ასეთია: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ტედ მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

altმიიღე მონაწილეობა Sportall.ge-ს გათამაშებაში და მოიგე ბურთი ნაკრების წევრების ხელმოწერებით



მკითხველის კომენტარები / 6 /
და სადაა ბექა ბურჯანაძე?! კაცი როგორც იქნა ფორმაში შევიდა და ამ დროს რა ხდება? ლონდარიძის, ფხაკაძის, ჭოჭუასა და ბექაურისთვის მოიძებნა ადგილი და ბურჯანაძისთვის არა?
qomagi
21:45 18-02-2019
12
წარმატებები ჩვენს ბიჭებს
irakli
20:24 18-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული