ფიბამ ნაკრებები დაალაგა - რომელ კალათში მოხვდა საქართველო?

AutoSharing Option
22 ივლისს გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევროპის 2021 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, სადაც კონტინენტის 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება და ფინალურ ეტაპზე გამსვლელი 24 ადგილისთვის იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყნებიც - გერმანია, ჩეხეთი, საქართველო და იტალია, თუმცა ამ ოთხეულს საკონკურსო პირობები არ შეეხება და ისინი ევრობასკეტზე ჯგუფში ნებისმიერი ადგილის დაკავების შემთხვევაში გავლენ.

ფიბა-ევროპამ ეს გადაწყვეტილება იმისთვის მიიღო, რომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლებს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი
კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობაში.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ იმ ჯგუფებიდან, სადაც ევრობასკეტის მასპინძელი ქვეყნები (საქართველო, გერმანია, იტალია, ჩეხეთი) იქნებიან, ევრობასკეტზე 2 საუკეთესო გავა, რომლებსაც, ცხადია (ნებისმიერ ადგილზე გასვლის შემთხვევაში), სწორედ მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.

თუკი ერთ-ერთი მასპინძელი ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილს დაიკავებს, მასთან ერთად ევრობასკეტზე გავა იმ ჯგუფის 2 საუკეთესო. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ევრობასკეტის მასპინძელი გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან და კენჭისყრის შედეგად ჯგუფებში სათითაოდ გადანაწილდებიან.


Sportall.Ge

ფიბა-ევროპამ კენჭისყრის წინ 32 გუნდი სიძლიერის მიხედვით კალათებში განთესა. ფიბა-ევროპამ იხელმძღვანელა ფიბას NIKE-ის მსოფლიო რეიტინგით და ნაკრებები კალათებში შემდეგნაირად დაახარისხა:

მე-8 კალათში გუნდების ზუსტი ვინაობა ჯერ გარკვეული არაა, რადგან მიმდინარე წლის 3-21 აგვისტოს უნდა გაიმართოს ევრობასკეტ 2021-ის მესამე წინასაკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები.

აღნიშნულ კალათაში წარმოდგენილი 3-3 გუნდიდან საბოლოოდ თითო საუკეთესო მოიპოვებს საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს, თუმცა მანამდე, 22 ივლისის კენჭისყრაზე ისინი პირობითად ჯგუფებში გადანაწილდებიან.

ფიბა-ევროპას დაზუსტებული აქვს ერთი საინტერესო დეტალი, რის მიხედვითაც, საქართველოს მეტოქე იქნება პირველ კალათში განთესილი გუნდებიდან ერთ-ერთი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი ან ლიეტუვა. ორგანიზატორებს დაზუსტებული აქვთ, რომ 4 ჯგუფი დაკომპლექტდება I, IV, V და VIII კალათის გუნდებიდან, ხოლო კიდევ 4 ჯგუფს შეადგენენ II, III, VI და VII კალათის წარმომადგენლები.

საკვალიფიკაციო მატჩები გაიმართება ფიბა-ევროპის მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი-1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს.

თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა-სახლის პრინციპით.

რაც ფიბა-ევროპის მიერ შედგენილი განთესვიდან დაზუსტებით ვიცით, ისაა, რომ საქართველოს ნაკრების ჯგუფში არ მოხვდებიან მონტენეგროს, ისრაელისა და ბელგიის ნაკრებები, ხოლო ჩვენი ერთ-ერთი მეტოქე აუცილებლად იქნება უძლიერესი კალათის ერთ-ერთი წევრი: ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი ან ლიეტუვა.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრა 22 ივლისს, მიუნხენის აეროპორტის შენობაში გაიმართება და მისი ტრანსლირება განხორციელდება ფიბას Youtube-ის არხზე.

altევრობასკეტი 2021-სთვის თბილისში მრავალფუნქციური სპორტის სასახლე აშენდება [VIDEO]

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესამე ჯგუფში,რო ვიყოთ მასეთი გუნდი ნამდვილად გვყავს. მესამეში არიან ლატვია და უკრაინა, საქართველო კი მეხუთე ეგ ხო სისულელეა. ამათ სულ ვუგებთ
გოგა
20:10 19-07-2019
0
მაგარია, ვერაფერი გავიგე მაგრამ მაგარია :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული