სუპერშერმადინი ყველას აოცებს - 32 ქულა "გრან კანარიასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდებული მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა.

ლიგა ენდესას მე-14 ტურში შერმადინის "იბეროსტარმა" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" 100:79 დაამარცხა, გიორგიმ კი ჩინებულად იასპარეზა.

მან 29:42 წუთში 32 ქულა (12-დან 9 ორქულიანი,16-დან 14 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების 42-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

ბურჯანაძემ 14:36 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"იბეროსტარი" 9 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" - 7 მოგებით მეთორმეტეზე.

ლიგა ენდესას საიტი აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ყოველ ჯერზე აოცებს გულშემატკივრებს და ამ
შეხვედრაში მიღწეული მაჩვენებლით ესპანეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ 163 მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ გიორგი ასე გააგრძელე. ძალიან გვახარებ და შენი იმდეი გვაქვს. წარმატებები.
G.LA
10:37 22-12-2019
0
გენაცვალე გიო ეგრე გააგრძელე შენ შენგელიამ ბითაძემ ქართული კალათბურთის ახალი ისტორია უნდა დაწეროთ.წარმატებები გენაცვალეთ მაგარო ქართველებო
დდდ
08:26 22-12-2019
0

სიახლეები პოპულარული