დიდებული მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში გიორგი შერმადინმა.
ლიგა ენდესას მე-14 ტურში შერმადინის "იბეროსტარმა" ბექა ბურჯანაძის "გრან კანარია" 100:79 დაამარცხა, გიორგიმ კი ჩინებულად იასპარეზა.
მან 29:42 წუთში 32 ქულა (12-დან 9 ორქულიანი,16-დან 14 საჯარიმო), 9 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების 42-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.
ბურჯანაძემ 14:36 წუთში 12 ქულა ჩააგდო.
"იბეროსტარი" 9 მოგებით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "გრან კანარია" - 7 მოგებით მეთორმეტეზე.
ლიგა ენდესას საიტი აღნიშნავს, რომ ქართველი ცენტრი ყოველ ჯერზე აოცებს გულშემატკივრებს და ამ შეხვედრაში მიღწეული მაჩვენებლით ესპანეთის ჩემპიონატზე ჩატარებულ 163 მატჩში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.