საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთს ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ქალაქ ესპოოს METRO არენაზე ევრობასკეტ2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩის პირველ ტაიმში ფინეთი 44:40 დაამარცხა.

კორონავირუსის გამო ტურნირის ფორმატი შეიცვალა და ე.წ. ბაბლის სისტემით გრძელდება. ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, სანდრო მამუკელაშვილი , მიხეილ ბერიშვილი და რატი ანდრონიკაშვილი ვერ დაეხმარენ, ხოლო მასპინძლებს სამი წამყვანი მოთამაშე დააკლდათ.

საქართველოს ნაკრებმა თამაში შემდეგი სასტარტო ხუთეულით დაიწყო: შენგელია, მაკფადენი, შერმადინი, ბოქოლიშვილი, კორსანტია. ზუროსის მიერ ორი ცენტრის დაყენება ფარზე უპირატესობით იყო განპირობებული. დებიუტში მასპინძლები 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა შერმადინის,
შენგელიასა და მაკფადენის მეცადინეობით ჩვენმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და წინ გაიჭრა. თანაც, „სუომი“ ჯარიმებით დაიტვირთა და პირველი მეოთხედი 22:19 მოვიგეთ.

მეორე მეოთხედის დასაწყისში საქართველოს ნაკრები 10 ქულით გაიქცა, შემდეგ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 40:44 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ბაქრაძე რა კარგი ბიჭი ყოფილა ვის უმულავდით კი მარა?D ანდრონიკაშვილს ტრამვა, რომ არ მიეღო ან ცინცაძე ჩამოსულიყო შეიძლება არც მიცემოდა შანსი, თუმცა ისე არ გამიგოთ თიტქოს რატის და გიოს პრობლემები მიხარია, მოკლედ ზოგი ჭირი მარგებელია რა.
jjj
28 ნოემბერი 2020 23:47
0
რაც ჩვენ ფინეთმა გვაწვალა ბ დივიზიონიდან ა-ში გადასვლას, რომ ვჩალიჩობდით მაშინ ერთად ვაზღვევინეთ დღეს.DD რა გვარი იყო ის ჰო კოპონენი როგორ გვამწარებდა.
hhh
28 ნოემბერი 2020 23:42
0
მადლობა ზურო პაპას და ბიჭებს! თქვენ გაიხარეთ ქართველი ხალხის გადაღებისთვის!
გია პაპა
28 ნოემბერი 2020 23:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული