"მივმართავ ტრაქტორისტ გულშემატკივრებს... გადახვნაზე ისევ ფიქრობთ?!" - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"მოიგო საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2 მატჩი, თანაც შესუსტებული შემადგენლობით და იმ მოთამაშეებით, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობენ.

ისეთ მატჩებში გავიმარჯვეთ, სადაც არ გვჭირდებოდა არაფერი. ჩვენთან ხომ ყოველთვის მარცხის მიზეზს ეძებენ... მაგალითად, არ გვყავდა მოთამაშეები, პანდემია იყო და ა.შ... ახლა კალათბურთელებთან ყველაფერი ეს იყო, მაგრამ იგებენ.

თან მოვიგეთ, იცი, როგორ? ისე კი არ მოხდა, რომ ლიდერებს ჩავებღაუჭოთ და მათ იმედზე ვიყოთ, ყველამ თავ-თავისი საქმე გააკეთა.

ეს ნიშნავს იმას,
რომ უკვე გუნდი გვყავს. რა ითამაშა გიორგი შერმადინმა, ბრწყინვალე იყო და მე ასეთი ცენტრი ევროპაში თითზე ჩამოსათვლელი მეგულება.

ბრავო ბატონ ჯამლეტ ხუხაშვილს. მართლაც მისგან ბრწყინვალე კალათბურთელი გამოვიდა და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ გიო ასეთ დონეზე თამაშობს.

მე ვარ ამის მომსწრე და ბატონმა ჯამლეტმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბიჭი ვარსკვლავად ექცია.

მადლობა ჩვენს მეგობარს, ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულს, რომელიც საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

ეს ილიას ზუროსიც კარგი მწვრთნელია რა... არ მინდა სხვა სპორტზე გადავიდე და რომელიღაც მწვრთნელებს შევადარო, მაგრამ აგერ, ხომ უყურებთ, გამოვიდა ეს ზივზივაძე და კიდევ გაიტანა...

ის არ ეძახდა ვიღაცებს... ეროვნულ ჩემპიონატშიც ვერ ჩავახედეთ კარგი. აგერ, კაცი ზუროსი მოვიდა, ეროვნული ჩემპიონატიდან ბიჭები მოიყვანა და ესროდნენ 8 მეტრიდან და 3-ქულიანებს კალათში სვამდნენ.

ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი ნაკრები სწორედ კალათბურთში გვყავს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ასეა.

მორაგბეებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, სხვა სპორტებშიც, მაგრამ დღეს ალბათ საუკეთესოები კალათბურთში ვართ.

რომელი გუნდი გამოვა ახლა და იტყვის, რომ საქართველოს აუცილებლად უნდა მოვუგოთო?!

ტრაქტორისტ გულშემატკივრებს მივმართავ, რომლებსაც ფეხბურთში წაგების მერე ერთი სული აქვთ, რომ მინდორი და ველები გადახნან...

მათ შეუძლიათ წყნარად იყვნენ, რადგან სპორტი, რომ არ შეგვეძლოს, ვერც კალათბურთში და რაგბიში ვერ ვივარგებდით", - თქვა სალუქვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 64 /
აი ასეთი კრიტიკა არსებობს საქართველოში. სწორედ ამიტომაა, რომ არაფერი გამოდის ფეხბურთში. შენ ნურავის ნუ მიმართავ ბიძიკო, მიმართე შენ საქმეს და სისულელეებს ნუ ბოდიალობ.
გადასარევი გიორგი
01 დეკემბერი 2020 15:22
8
აგიყოლეს ტაშივით ლევანია სალუქვაძე? მიაგდე ეხლა ერთი ადგილი და ქეცბას ბოდიში მოუხადე.
Jondo
02 დეკემბერი 2020 17:44
6
ნუ კაკანებ ქათამივით სალუქვაძე, შეცდომა მოგივიდა ვის არ მოსვლია, გამოდი მოიხადე ბოდიში თუმურ ქეცბაიას მისამართით და ქართველი გულშემატკივრის მიმართ ის უფრო ვაჟკაცური იქნება
გივი
02 დეკემბერი 2020 11:51
3
სალუქვაძე მედოლე ხარ ფეხბურთში
ეთერი
02 დეკემბერი 2020 02:56
10
მორჩით ამ ურა პატრიოტიზმს, დაეშვით მიწაზე. საქმის მკეთებელი/პროფესიონალი ხალხი გვჭირდება, ამ ჟურნალისტს თავის ხევდა აქვს, ზედმეტად პატივმოყვარეკი ჩანს( მათ შორის ქეცბაიასთან დაკავშირებითაც) ფეხბურთში მეც მგონია რომ ზედა ჯგუფში გადასასვლელი დონე არ გაგვაჩია, მარტო 2-3 ფეხბურთელით ამინდს ვერ შევქმნით და არც მოქმედი სხვა ( შინდა /გარეთ) ფეხბურთელების მომატების პოტენცია ჩანს მინ. 3-4 წელი. კალათბურთში ცოტა უკეთესად არის საქმე, მაგრამ ყველაფერში სპორტი/პოლიტიკა/ ყოველდღიურობა... ერს მენტალური პრობლემები გვიშლის განვითარებაში..კალათბურთშიც ჩანს, ახალი თაობიდან 2 კაცი მომეწონა რომელთაც ტონუსით ითამაშეს და ჩანდა სხარტი აზროვნება , დანარჩენს ?!
გუსანი
01 დეკემბერი 2020 15:43
3
რა თქვა ამ კაცმა ასეთი გასაღიზიანებელი ვერ ვხვდები? ხომ არის ხალხის კატეგორია, რომელიც ფეხბურთში წაგების მერე ითხოვს მოედნების გადახვნას და ფეხბურთის აკრძალვას? კი ბატონო არიან! კალათბურთწლების წარმატებაზე ვინმე ვკამათობთ? არა ნამდვილად უძლიერესი ნაკრები გვყავს!!!! ხოდა თქვა ამ კაცმა უღა მოითხოვთ სტადიონების გადახვნას რადგან თავის დროზე საკალთბირთო დარბაზები, რომ დაგვენგრია და რაგბის მოედნები გადაგვეხნა და ახლები არ აგვეშენებინა ახლა არც ერთ ამ სპორტის სახეობაში წარმატება არ გვექნებოდაო!! რა არის აქ საქილიკო ან გასაბრაზებელი??!! სალუქვაძე თუ არ მოგწონთ ნურც მის გადაცემებს შეხედავთ და ნურც სტატიებს წაიკითხავთ!!!!
ქატქატა
01 დეკემბერი 2020 17:29
17
ტრაქტორისტი კიარა და მართლა მექისე ხარ საკუქვაძე. როგორ ბედსვ და ქართველ გულშემატკივარს ეგრე ცინიკურად როგორ მოიხსენიებ, ამდენის უფლებას როგორ ახლევ თავს? ვინ გონია თავი საერთოდ? ქეცბაიას ლანძღავ ქართველ გულშემატკივარს აბუჩად იგდებ, ვინ ხარ საერთოდ? ჯერ პროფესიული ეთიკა არ გაგაჩნია, რანაირი ჟურნალისტი ხარ ვაბშე? ჟურნალისტი კიარა მექისე ხარ მართლა.
შაქრო
02 დეკემბერი 2020 12:57
5
ნეტავ ფეხბურთელმა მარადაშვილმაც ასევე წარმატებით ითამაშოს ჩვენს ნაკრებში,როგორც თოკო თამაშობს! კი არაა ცსკა სასიამოვნო გუნდი მაგრამ,ჩვენ ჩვენი საქმისთვის უნდა გამოვიყენოთ ეს ამბავი!
gabo
01 დეკემბერი 2020 15:28
6
ამ ქვეყანაში ახლა ტრაქტორისტობა გახდა სამარცხვინო??
რისი თქმა უნდა რას ბოდიალობს...
ძმა
02 დეკემბერი 2020 10:04
6
Მისაქეცბია ეს კაცი. Ყურადღება ენატრება.
Ლუკა
01 დეკემბერი 2020 16:01
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული