გოგა მარგი ქმედების კოეფიციენტით გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა კვლავაც მცირედი დროით დაიტვირთა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 1-ელ აპრილს, "ინდიანა პეისერსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 92:87 დასრულდა.

"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 10:41 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ინდიანას" რიგებში საუკეთესო კარის ლევერტი გახლდათ, რომელმაც თავი 14 ქულით, 1 მოხსნით, 6 შედეგინი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ჰიტს", შესანიშნავად ითამაშა გუნდის სნაიპერმა დანკან რობინსონმა, რომელმაც 6/11 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა, საბოლოო ჯამში კი 20 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბემ ადებაიოს ანგარიშზე
16 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება გახლდათ.

21 გამარჯვებითა და 25 მარცხით "ინდიანა" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს. თავის მხრივ, "მაიამის" 24 გამარჯვება და ამდენივე მარცხი აქვს, რითაც იმავე აღმოსავლეთში მე-5 ადგილზე იმყოფება.

"პეისერსი" მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰიტი" 2 აპრილს "გოლდენ სტეიტი უორიორსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი მაჩვენებელია ეგ რასაც გულისხმობთ, მაგრამ რა ვერ გაიგეთ არაა ეგ მარგი ქმედების კოეფიციენტი... ეგ არის მისი მოედანზე ყოფნის დროს +- ქულების... მქკ არის ევროპაში რაც ანგარიშდება მოთამაშის სტატისტიკით და ეფექტურობა ითვლება... აქ სულ რომ არაფერი ქნას და სხვისი ქულებით 20-0 გაქცევა მოაწყოს გუნდმა, ეგ მაჩვენებელი ინება +20
რა მაფიაა?
12:32 01-04-2021
0

სიახლეები პოპულარული