უკრაინელთა მწვრთნელი: გაიმარჯვა იმან, რომელსაც გაუმართლა - საქართველოსთან მეორე მატჩიც გვექნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში დამარცხების (83:88) შემდეგ, კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა გააკეთა.

"როგორც ველოდით, საქართველოს ოთხი აშკარა ლიდერი ჰყავს. მათ გუნდურად ითამაშეს. ჩვენ მატჩისწინა დავალებას მანამდე ვასრულებდით, ვიდრე კარგ გადაწყვეტილებებს შეტევასა და დაცვაში ვიღებდით, მაგრამ ეს კალათბურთია, იმპროვიზაციის თამაში. ვთვლი, რომ საკმაოდ ხარისხიანად ვიასპარეზეთ.

არც იმდენად გულუბრყვილონი ვიყავით, რომ საქართველოსთან ადვილი შეხვედრის იმედი გვქონოდა. მეტოქის ლიდერებისა და მათი ევროპულ კალათბურთში როლის გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ რთული თამაში გველოდა. დილის ვარჯიშზე ტრავმის გამო ერთ-ერთი
საუკეთესო ცენტრი გამოგვაკლდა. ამან ჩვენი როტაცია შეცვალა. ეს იყო სიტუაცია, რომლისთვისაც არ ვემზადებოდით.

შერმადინი გარკვეულ მომენტებში ფარზე დომინირებდა. მე ვიტყვი, რომ საუკეთესო გუნდმა კი არა, არამედ გაიმარჯვა იმან, რომელსაც გარკვეულ ვითარებაში უფრო გაუმართლა - გუნდმა, რომელმაც ზოგიერთ მომენტში უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღო, განსაკუთრებით ბოლოს.

ჩვენ საქართველოსთან მეორე მატჩიც გვექნება. მნიშვნელოვანია ქულათა სხვობა. არ ვიცი, - 5 ბევრია თუ ცოტა. კალათბურთში მნიშვნელოვანი მიმდინარე მომენტია. საჭიროა თავაწეული იყო. სამი დღის შემდეგ სახლში სერიოზულ მეტოქეს ვხვდებით".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძლიერებს უმართლებთ , მეგობარო.
ბესო
23:36 26-11-2021
1
Რასაც დავაკვირდი საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, არაქვს მნიშვნელიბა კალათბურთს ეხება თუ ფეხბურთს, მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები არ ამბობენ რომ გამარჯვება დაიმსახურესო, ყველა იმას ამბობს გაუმართლათო, რა გახდა ესე რთულია დამარცხების ღირსეულად მიღება?!
Ნიკა
00:55 27-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული