ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ

AutoSharing Option
რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინამ საქართველოს ნაკრები 79:66 დაამარცხა. თამაშის დასრულებამდე 9.9 წამით ადრე მეტოქე გუნდის ლატვიელმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა, რომელიც ადრე საქართველოში მუშაობდა, სრულიად არასაჭირო წუთშესვენება აიღო, საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაც ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა და ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამისკენ უხამსი ჟესტით დატოვა მოედანი. ნამატჩევს მან პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა.

"კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შეიძლება 4 გუნდი ერთნაირ საიტუაციაში მოხვდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და საქართველო. სწორედ ამ მომენტის გათვალისწინებას ვცდილობდით. სამწუხაროდ, ბოლო შეტევაში ქულა
ვერ ავიღეთ. თუ შემდეგ ეს ქულა არ გვეყოფა, ვინ იქნება დამნაშავე? რა თქმა უნდა, მე. სწორედ ამიტომ გვინდოდა ბოლოს ჩაგდება.

მე წესები ვიცი. მე თამაშის კოდექსი ვიცი. ვიცი, რომ მოწინააღმდეგის დასამცირებლად წუთშესვენების აღება არ შეიძლება, მაგრამ აქ ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

და თუ ქართველები და მათი ვარსკვლავები რაიმეთი უკმაყოფილოები არიან, ცოტა მოშვება სჭირდებათ. წიგნი წაიკითხონ ან რამე", - ციტირებს ბაგაცკისს ალეკსანდრ პროშუტას ტელეგრამ-არხი.

მკითხველის კომენტარები / 64 /
Ukacravad latinuri shiptistvis.ra gchirt xalxo,romel qulebze laparakobt,pegburti xom ar aris ROM golebi itvlebodes? Tbilisshi 5qulit movuget da iq Didi angarishit vagebdit da bolo shetevas aranairi azri ar hqonda Garda imisa ROM magrad daqvcines,amas dideba Ukrainian madzaxebeli xalxo mainc ver mixvdeba....
Giorgi
00:45 03-07-2022
1
ერთი რუსი ეროვნების ლატვიის მოქალაქის გამო ნუ გადავიჭრით ვენებს. ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებმა "ოფიციალურად" მისცა ორი ქულა უკრაინის ეროვნულ ნაკრებს. და ჩრდილო მაკედონიელების თვალში ვინ გამოვედით ? თუ შემდეგ ეტაპზე გაყვანაა, მაკედონიელებისთვის დაგვეთმო გადაწყვეტილების მიღება. მრუშობა ქვია რაც ჩვენმა ნაკრებმა მოიმოქმედა.
ALONZO
00:38 03-07-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული