საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი დანაკლისით წარდგება

AutoSharing Option
დღეს, 4 ივლისს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველებს 5 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ 3 გამარჯვება და 2 წაგება აქვთ, რითაც ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებენ. თავის მხრივ, ესპანეთი 4-დან 4 გამარჯვებით გათამაშების ლიდერია.

მოგეხსენებათ, პირენეელების ნაკრებს NBA-ს კალათბურთელები დააკლდებიან, თუმცა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენც. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ვიცოდით, რომ "მილოუკი ბაქსმა" სანდრო მამუკელაშვილი საზაფხულო ლიგაზე სათამაშოდ წაიყვანა, რის გამოც ჩვენს ნაკრებს ვერ ეხმარება; კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძის განცხადებით კი, რომელიც ყოფილმა
კალათბურთელმა "სპორტი იმედის" ეთერში გააჟღერა, გოგა ბითაძე მუხლის მცირე დაზიანების გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და (66:79) დამარცხდა.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 19 /
ზუროს რომ კითხო , ბულაშვილი ნაკრებისათვის მზად არ არისო და ბაქრაძე და ცინცაძე მზად არიან ?! აქ რა ხდება იცით , ბულაშვილმა ან მაზმიშვილმა , რომ ამოაგდონ შემადგენლობიდან , მერე რაღა უნდა ქნან კლანური ურთიერთობით შედგენილმა შემადგენლობამ ? მე ამ გუნდიდან ამოვაგდებდი , ბაქრაძეს , ცინცაძეს , ბურჟანაძეს და მათ მაგივრად დავამატებდი , ბულაშვის გაფრინდაშვილს , თავაქარაშვილსა და მაზიაშვილს , ისე ფევაძე რატომ აღარ ჩანს ბოლო თამაშებში , რაც ითამაშა ცუდი არ იყო .
ATP 16
14:36 04-07-2022
6
თუ ამ თამაშის მოგება უნდათ, მოიყვანონ რა გვარია მაგი, ლონდარიძე, თამაშით ვერაფერს იზამს, მაგრამ ყვირილით და კივილით მაინც დაეხმარება გუნდს
Soso
16:05 04-07-2022
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული