მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებთან წაგებულ მატჩს (76:82) ესპანური მედია გამოეხმაურა.
AS: მტკივნეული დარტყმა თბილისში
"კავკასიელებმა ოვერტაიმში პარკეტზე ცეცხლი დაანთეს და ესპანეთმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. "საქართველო-საქართველო" - ომახიანად სკანდირებდნენ დარბაზში გულშემატკივრები. ქართველებმა წამყვანი ტრიოთი (მაკფადენი, შენგელია, შერმადინი) და "სპეციალური სტუმრით", ანდრონიკაშვილით, ესპანეთი დასაჯეს. ეს საგანგაშო არა, მაგრამ მტკივნეული დარტყმაა.
ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".
ეს თბილისში კარგი საკალათბურთო საღამო იყო. ეს არ იყო ესპანეთის დღე, არამედ იყო ქართველთა სიამაყე. "საქართველო-საქართველო" - გრგვინავდა თბილისში არენა".
"მარკა": ესპანეთი ქართულ ჯოჯოხეთში იწვის - გაუტეხელ
მაკფადენთან
"ტყუილად როდი იყო ეს შეხვედრა ამ სანაკრებო ფანჯარაში ყველაზე რთულად მიჩნეული. ამ ფონზე ესპანეთი უძლური აღმოჩნდა. ესპანეთს გარკვეულ პერიოდში საუკეთესო წუთებმა ვერ უშველა და ქართველთა "დიდმა სამეულმა" ტემპი შეცვალა, ნატურალიზებული ამერიკელის წინამძღოლობით ჯოჯოხეთი მოგვიწყო და გაიმარჯვა.
ახლად აშენებულ არენაზე მოჩანდა, რომ მასპინძლები ზეწოლას სულ უფრო და უფრო აძლიერებდნენ. თავიანთ ეროვნულ გმირ თორნიკე შენგელიასთან ერთად მქუხარე ოვაციების თანხლებით, ეროვნული ჰიმნის, "თავისუფლების" შესრულების შემდეგ მოედანზე ჩვენზე უფრო აგზნებულები გავიდნენ და გამარჯვება მოიპოვეს".
ბიჭმა რამოდენიმე წუთი ითამაშა ძალიან კარგად, გახდა მატჩის გმირი და მორჩა! ცამდე აიყვანეს, ლამის ეროვნულ გმირად მონათლეს. ზოგმა გელა დარსაძეს შეადარა და ზოგმა ლუკა დონჩიჩს.
და აი მე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭმა დაახლოებით იგივე დრო საპირისპიროდ, ანუ ცუდად რომ ითამაშოს და მატჩის ანტიგმირი გახდეს, თამაშის გაყიდვას და ქვეყნის ღალატს დასწამებენ (ისე როგორც უკრაინასთან წაგების შემდეგ უქნეს ჩვენს საამაყო მოთამაშეებს).
და ხომ შეიძლება რაღაცა ლოგიკის მსგავსი მაინც იყოს აი ასეთი ხალხის ტვინში.
ჩემი აზრით, რატის ჯერ კიდევ ბევრი უკლია საშუალო ევროპული დონის გამთამაშებლობამდე. მას წინ უამრავი სამუშაო ელის. მართალი გითხრათ, აქამდე ვფიქრობდი რომ ის არ იყო ნაკრების დონის კალათბურთელი, მის ადგილას ბულაშვილს უფრო მივიაზრებდი, თუმცა გუშინდელმა მისმა თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედებით აღმავსო.
დიდი მადლობა რატი და ბიჭებო, თქვენ უზარმაზარი ბედნიერება გვაჩუქეთ.