ნაკრებს თან გაჰყვა თორნიკე შენგელია, რომელმაც ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ეროვნული გუნდის კაპიტანი ბოლონიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა და ქალაქ ბერგამომდე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმგზავრა. თორნიკე შენგელია მედიკოსთა მიერ სპეციალური საშუალებებით დაფიქსირებული მხრით მგზავრობდა, რა თქმა უნდა,
ბერგამოს აეროპორტიდან ბოლონიაში შენგელიას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ნაკრების ექიმი თემურ ხვედელიძე გაჰყვნენ. საქართველოს ნაკრები ბერგამოდან ბრეშაში ავტობუსით, არასრულ ერთ საათში ჩავიდა და სასტუმრო “ნოვოტელში” დაბინავდა. ჩვენი ნაკრები დღეს დაისვენებს და ხვალ, გეგმის მიხედვით, ორჯერ – დილას და საღამოს ივარჯიშებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ ლიდერ იტალიას საქართველო სერია “ა”-ს კლუბ “ბრეშას” დარბაზში, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე დაუპირისპირდება.
GBF.GE