ჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის მესამე დღეს, თურქეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 88:83 დაამარცხა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ორი ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო და ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით - ორმაგი დუბლი შეასრულა.

ერგინ ათამანის გუნდიდან გამოირჩა ალფერენ შენგუნი, "ჰიუსტონის" მოთამაშემ 19 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის A ჯგუფში, მე-5 პოზიციაზე იმყოფება, ილიას ზუროსის გუნდი მორიგ შეხვედრას 6
სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს,

თურქეთი მე-2 ადგილს იკავებს და სამშაბათს 15:30 საათზე ბელგიას დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 75 /
რაკი თურქეთს მოუგეს, მეტი აღარაფერი მინდა. სამარცხვინო ქცევის კალათბურთელები და მწვრთნელი. წავიდნენ და ათათურქთან გვიჩივლონ.
-
04 სექტემბერი 2022 23:34
7
ახლა თურქეთში ვისვენებ, ბარში ვუყურეთ ქართველებმა კალათბურთს. დანა კბილს არ უხსნიდათ , მაგრამ მოგვილოცეს და ღირსეულად მოიქცნენ, განსხვავებით მათი ნევრასტენიკი და უზრდელი მწვრთნელისაგან. მარჯი საქართველოს, გუშინ ხვიჩა, დღეს ახალკაცი და ბექაური, წყალბურთელები და კალათბურთელები, მარტო უსინდისო პოლიტიკოსები არ არის საქართველო. ივერია გაბრწყინდება!!!
არ
04 სექტემბერი 2022 23:56
2
საოცარი დღე იყო:
- კვარამ (ჩვენი დროით 4 სექტემბერს) გამარჯვების გოლი გაიტანა;
- ნიჩბოსანი წივწივაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა;
- ძიუდოისტებმა ბექაურმა და ახალკაცმა ევროპა მოიგეს;
- წყალბურთელებმა უძლიერესი ნიდერლანდები დაამარცხეს და პირველად გავიდნენ ევროპის მეოთხედფინალში;
- კალათბურთელებმა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო, თურქეთის ნაკრები დაამარცხეს!

გაიხარეთ, ქართველებო!!!
ILIA
04 სექტემბერი 2022 23:47
2
100% მართლაც. ერთი ათასად!
რატი
05 სექტემბერი 2022 00:49
1
თურქებს დიდგორი მოვუწყეთ.
პატო
05 სექტემბერი 2022 00:24
1
მწვრთნელზე ბევრი რამ არი დამოკიდებული რათქმაუნდა! მაგრამ აქ სულსხვა პრობლემა და ცოტა იღბალიც არი თოკო მერე ბითა... კალათბურთში სათადარიგო იგებს, რომელიც ჩვენ ძალიან სუსტი გვყავს სამწუხაროდ, მწვრთნელი აქ არაფერ შვაშია! დგეს მალადეც ბიჭებს 1000-სი პროცენტი ჩადეს
ბაჩო
05 სექტემბერი 2022 00:57
1
წარმატებები! თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ბოღმისგან გასკდება. :))))) შეიძლება, მთლად შესაფერისი არ არის, მაგრამ მაინც: 1121. ;)
რატი
05 სექტემბერი 2022 00:52
3
რათქმა უნდა ძმაო 1121
აააა
05 სექტემბერი 2022 01:12
0
ყოჩაღ! მართლა მაგრად აბრძოლეს. მაგრამ მე მომეჩვენა, რომ დუდამ უთხრა რაღაც, კორკმაზიც გაგიჟდა. რაც უნდა იყოს ლამაზი არ იყო, თუმცა თურქებს არ უნდა უკვირდეთ. თვითონ რა დღეში არიან ხოლმე.თუ ასე გავაგრძელებთ, იქნება იდეალური.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
05 სექტემბერი 2022 00:33
1
მადლობა მამუს სამაგალითო ხასიათვისთვის!

ყოჩაღ ბიჭებს ბრძოლისთვის.

ვინც ნივთები ისროლა მოედანზე არის ველური.
გივი
05 სექტემბერი 2022 00:09
7
გვაგინეს თურქებმა ქვემოდან!!!
05 სექტემბერი 2022 01:24
2
100%
რატი
05 სექტემბერი 2022 01:19
6
მაქსიმუმი დადეს შასაძლებლობის.
მადლობა ბიჭებს!
კაკა
05 სექტემბერი 2022 00:17
0
იმ *ლის თავს ეხლა თუ მოეწონა ატმესფორო?
კ.მარქსი ფ.ენგელსი
04 სექტემბერი 2022 23:47
0
ბელგიამ თურქეთს რომ მოუგოს ძაან კარგი იქნება. ყველანი წავიდეთ და ბელგიას, შემდეგ ესპანეთს ვუგულვშემატკივროთ თურქების წინააღმდეგ. ძაან ცუდად იქცევა მაგათი მწვრთნელი.
ისე ესპანეთსაც არ უნდა ეკადრა ბელგიასთან წაგება.
მოკლედ იმედი არის, თუმცა ძაან დიდი ბრძოლები გველის. გოგა გვინდა!!! სანდრო ტურნირის ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა
ზურა
05 სექტემბერი 2022 00:14
0
თუ ესპანეთმა იკადრა ბელგიასთან წაგება, იქნებ თურქეთმა იკადრა იგივე საქართველოსთან?
ზურას
05 სექტემბერი 2022 08:08
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული