კორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან მატჩისას მომხდარ ინციდენტზე კომენტარი თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშემ, ფურკან კორკმაზმა გააკეთა.

"თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ იმისა, რაც მოხდა. მე და სანაძე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით  და მან შეურაცხყოფა მომაყენა. ამის უფლებას არავის არ მივცემ. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება, ეს მისი ნაწილია, რაღაცას ამბობ და პასუხობ, მაგრამ რაც მან მითხრა, ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდი. რეაგირება მქონდა, როგორც ადამიანს, მოთამაშესა და მამაკაცს.

გვირაბში გასახდელისაკენ ჩვენი სტაფის წევრთან ერთად მივდიოდი. სამი ქართველი კალათბურთელი ორ პოლიციელთან ერთად დავინახე, რომლებიც ჩვენკენ მორბოდნენ.
ერთმანეთს მუშტები ვურტყით. ეს ქუჩის ჩხუბს ჰგავდა, არც გვილაპარაკია. როგორც მამაკაცები, ჩვენ თავდაცვას ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს უსაფრთხოების სამსახურის პრობლემაა. არ ვიცი, შეიძლება ისინი თავიანთი მოთამაშეების მიმართ ლოიალურები იყვნენ. ჩვენ გვესმის, რომ ისინი სახლში არიან, თუმცა ეს დაუშვებელია".

მკითხველის კომენტარები / 15 /
რაც მოგივა დავითაო... ყველა მასპინძელს ჰქონდა ერთი სტუმრის/პარტნიორის არჩევის საშუალება, კანდიდატებში იყვნენ საქართველოს ისტორიული მეგობრები: უკრაინა, ლიეტუვა, ისრაელი, ჩვენ რა ვქენით თუ გამოიცნობთ? პარტნიორად ავირჩიეთ ქვეყნის ისტორიული მტერი, რუსეთივით იმპერიალისტური სუნით გაჟღენთილი - თურქეთი, რომელსაც მინიმუმ აჭარაზე დღემდე აქვს პრეტენზია, საბაჟოზე და მათ აეროპორტებში ადამიანად არ გთვლიან. ჩვენ მტერს და მოყვარეს ვერ ვარჩევთ, ეს იყო ჩვენი ისტორიული პრობლემა სულ, ესეა დღესაც. შეხედეთ დღევანდელ პოლიტიკას: ამერიკას და ევროპას ვაგინებთ, სამაგიეროდ ვეფერებით დამპყრობელ რუსეთს! თურქი ტურისტი არასოდეს გამოირჩეოდა მხარჯველობითობით, ზოგადად ტურისტად არც იციან სიარული და თუ, უმეტესად მუსულმანურ ქვეყნებში. რა იყო გათვლა? კალათბურთის განვითარებაში გვეხმარებიან, ტურიზმს ააღორძინებდნენ თუ განსაკუთრებული მეგობრები არიან და გვერდში დგომა ჭირდებოდათ? თურქეთი ვარჩიეთ ბევრ მეგობარ და ცივილურ სახელმწიფოს და აი მათი პასუხი ამ პატივზე!
თორნიკე
20:34 05-09-2022
10
კამერის ჩანაწერები უნდა გაირჩეს, დამნაშავე ჩვენი იქნება თუ სხვისი უნდა დაისაჯოს. ეს იქნება ცივილიზებული და ევროპული საქციელი. რაც შეეხება მტერს და მოყვარეს, ჩვენ ეხლა მხოლოდ ერთი მტერი გვყავს, ოკუპანტი რუსეთი.
irakli81
02:14 06-09-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული