"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო. მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ. იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას როგორც თამაშის მსაჯების, ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით. მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებით, რასაც თან დაერთო მისი მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები
ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად, გასაკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ… საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

GBF.GE

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

altმეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

alt"მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა" - დუდა სანაძის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 22 /
თურქები და რუსები ჩვენი ისტორიული მტრები არიან. როდესაც თურქებთან გვაქვს კონფლიქტი, რუსები გვიჭეტენ მხარს ( ამჟამად გომელსკი). როდრსაც რუსბ თან გვაქვს კონფლიქტი მაში ნ თორქებ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ამიტმ გვჭირდება ჩვენ ქართველებს ევროკავშირი და ნატო.
კსხელი
06 სექტემბერი 2022 21:11
0
იცის ატამანმა რომ თურქეთში როცა ჩავა კარგი, მსუყე ჭოჭი გარანტირებული აქვს ამიტომაც გიჯდება, თუ ბელგიასთანაც წააგებენ მერე ნახე ამათი წივილ კივილი
aleksandre
06 სექტემბერი 2022 17:06
0
ყველა ჩვენთან მართალი როგორ არის ამას ვერ ვხვდები
bugalteri
06 სექტემბერი 2022 13:10
0
ვისაც კალათბურთი ესმის კარკათ ეცოდინება ისიც რისი მკადრებელია ატამანი! ევროლიგაში კარგათ იცნობენ ეფესის პროვოკატორი!
ზურა
06 სექტემბერი 2022 00:23
1
დილიდან ყველა სპორტული საიტი ამ თემაზე წერს მსოფლიოში და თითქმის ყველა ჩვენ გვამტყუნებს,ანუ თურქების ჯერათ და მათი წიკვინის!
კარგი ფედერაცია კიდე შეიძლება მოკვლევას ატარებდა და რომ დარწმუნდა რომ ეგრე არ იყო როგორც "ბატონი" ატამანი ამბობს მანამდე განცხადება არ გაავრცელა.თუმცა მაინც ძალიან დაგვიანებული მგონია.
მე მაინტერესებს სპორტული ჟურნალისტები სად ხართ ქართველები რა თქმა უნდა.
სამმხრივი შეხვედრა იყო თურქები ჩვენ და ფიბა.დაიდო ვიდეოები გასახდელთან მომხდარ გაწევა გამოწევაზე თუმცა რაც მე ვნახე იქ ვერაფერს გაიგებ რა და როგორ იყო.
ხალხს დღეს მაგის მეტი არაფერი აინტერესებდათ და დამიჯერეთ ბევრი ვერ იპოვის და არ შეუძლია იმფორმაციის მოპოვება ბევრი მიზეზის გამო და ზის გელოდებათ თქვენ ჟურნალისტებს.თქვენ კი იმის 1% ვერ მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია.ცოტა გამოფხიზლდით თორემ ისეთი პირი უჩანს სულ რომ ცამდე მართლები ვიყოთ არავინ აღარ დაიჯერებს ჩვენ სიმართლეს.
კაკა
06 სექტემბერი 2022 00:04
2
აი იმ 2 დისლაიკი ვისია ნეტა? ეეეეჰ....
alexandre
06 სექტემბერი 2022 14:05
0
დილიდან ყველა სპორტული საიტი ამ თემაზე წერს მსოფლიოში და თითქმის ყველა ჩვენ გვამტყუნებს,ანუ თურქების ჯერათ და მათი წიკვინის!
კარგი ფედერაცია კიდე შეიძლება მოკვლევას ატარებდა და რომ დარწმუნდა რომ ეგრე არ იყო როგორც "ბატონი" ატამანი ამბობს მანამდე განცხადება არ გაავრცელა.თუმცა მაინც ძალიან დაგვიანებული მგონია.
მე მაინტერესებს სპორტული ჟურნალისტები სად ხართ ქართველები რა თქმა უნდა.
სამმხრივი შეხვედრა იყო თურქები ჩვენ და ფიბა.დაიდო ვიდეოები გასახდელთან მომხდარ გაწევა გამოწევაზე თუმცა რაც მე ვნახე იქ ვერაფერს გაიგებ რა და როგორ იყო.
ხალხს დღეს მაგის მეტი არაფერი აინტერესებდათ და დამიჯერეთ ბევრი ვერ იპოვის და არ შეუძლია იმფორმაციის მოპოვება ბევრი მიზეზის გამო და ზის გელოდებათ თქვენ ჟურნალისტებს.თქვენ კი იმის 1% ვერ მიაწოდეთ ხალხს ინფორმაცია.ცოტა გამოფხიზლდით თორემ ისეთი პირი უჩანს სულ რომ ცამდე მართლები ვიყოთ არავინ აღარ დაიჯერებს ჩვენ სიმართლეს.
კაკა
06 სექტემბერი 2022 00:03
1
დარწმუნებული ვარ თუ მართლა მივიდა თოკო, გოგა და Dუდა ქორქმაზთან გასახდელში მივიდოდნენ "ქართულ ჯიგრულ პონტში" შესარიგელად, ქორქმმაზი ცხვირს და ხელს აუბზუებდა და ამას შეიძლება მოყვა ხელახალი შეხლა შემოხლა, ეგრე იქნებოდა, თუმცა თუ შევიდნენ მართლები არ არიან არცერთ შEმთხვევაში არ უნდა მისულიყვნენ შერიგება არა ის.
ეეე
05 სექტემბერი 2022 23:38
1
მომკალით და არ მჯერა, რომ ბითაძე და შენგელია შევარდნენ გასახდელში ვინმეს საცემად, ერთი ვერ დადის წესიერად და მეორეს ნახევარი მხარე შეკრული აქვს :) ფალავნებად სამწუხაროდ არ გამოდგებოდნენ :) უბრალოდ 22 წამზე მართლები არიან. ჩხუბის დროს, გაჩერებულ თამაშზე ჩაირთო დრო და 22 წამი მოაკლეს თამაშს, რომელიც მერე აღარ დააბრუნეს. ეს უფრო შეცდომას გავს, ვიდრე განზრახ ქმედებას, რადგან მართალია ვიგებდით, მარა სხვაობა ძაან მცირე იყო და 4 წუთნახევრით ადრე იმის გათვლა, რომ დრო მოიპარო, სრული იდიოტიზმია. მოკლედ, შეცდომას დავაბრალოთ (ამაზე რა ხდება წესების მიხედვით, ნამდვილად არ ვიცი და დაველოდოთ ფიბას გადაწყვეტილებას), ოღონდ თვალებს ნუ დავხუჭავთ, 22 წამი მართლა გაქრა. გადაახვიეთ და ძაან მარტივად ჩანს: ბოლო მეოთხედში 4:48-ზე გაჩერდა თამაში და 4:26-ზე განახლდა.
ფეოლა
05 სექტემბერი 2022 23:09
1
ჩემი თაობის ხალხს კუ გვახსოვს სპორტის სასახლეში 70 იანი წლებიდან მოყოლებული "წამზომის" პრობლემა))
ლენინგრადის "სპარტაკთან " თამაშის დროს,"დინამო" იგებდა 2 ქულის სხვაობით და დასასრულამდე რჩებოდა 20 წამი.ლენინგრადელთა მწვრთნელმა აიღო წუთშესვენება და როცა მოთამაშეები დაბრუნდნენ,წამზომი აჩვენებდა შეხვედრის დასასრულამდე 4 წამს.მახსოვს რამოდენა კამათი და შეხლა-შემოხლა ატყდა.
თემო
06 სექტემბერი 2022 03:06
0
წუთშესვენებაზე ბერძნული სირტაკი რო ჩაურთეთ თურქებს, ეგ იყო ლამაზი?!
გივი
05 სექტემბერი 2022 22:41
33
ვითომ რატომ არ იყო ლამაზი? მე მგონი პირიქით
მიხო
06 სექტემბერი 2022 12:47
0
ასეთი პასუხით ვერ გამოვისწორებთ რეპუტაციას :( ორგანიზაციის მხრივ ჩავფლავდით საჯარო კომუნიკაციის ჩათვლით :(
ანდრი
05 სექტემბერი 2022 22:33
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული