"ეს იყო თურქების მწვრთნელის პროვოკაცია, შეურაცხყოფა, აგრესია, მუქარა და ფიბასგან რეაგირებას მოვითხოვთ" - GBF-ის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო. მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ. იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას როგორც თამაშის მსაჯების, ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით. მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებით, რასაც თან დაერთო მისი მხრიდან მუქარები და აგრესიული ქმედებები… მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები
ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად, გასაკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ… საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს, რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

GBF.GE

alt"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

altკორკმაზი: ერთმანეთს გვირაბში მუშტები ვურტყით

altმეტოქემ მარცხი ღირსეულად ვერ მიიღო, სანდრო კი NBA-ს მალე დაიპყრობს - ჯგუფიდან გასვლის შანსები

alt"მიყვიროდა, რომ გასახდელში მნახავდა" - დუდა სანაძის კომენტარი

მკითხველის კომენტარები / 22 /
თურქები და რუსები ჩვენი ისტორიული მტრები არიან. როდესაც თურქებთან გვაქვს კონფლიქტი, რუსები გვიჭეტენ მხარს ( ამჟამად გომელსკი). როდრსაც რუსბ თან გვაქვს კონფლიქტი მაში ნ თორქებ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ამიტმ გვჭირდება ჩვენ ქართველებს ევროკავშირი და ნატო.
კსხელი
21:11 06-09-2022
0
იცის ატამანმა რომ თურქეთში როცა ჩავა კარგი, მსუყე ჭოჭი გარანტირებული აქვს ამიტომაც გიჯდება, თუ ბელგიასთანაც წააგებენ მერე ნახე ამათი წივილ კივილი
aleksandre
17:06 06-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული