ისლანდიაში გამარჯვებით დამუხტული საქართველოს ნაკრები იტალიის დამარცხებით შანსების გაზრდას გეგმავს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ხელშესახებად რეალურია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა რეიკიავიკში ისლანდიის დამარცხებით მუნდიალზე გასასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა, რომელიც უფრო რეალური გახდება, თუკი ორშაბათს, 14 ნოემბერს, იტალიას დავამარცხებთ. აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი აქვს მოსაგები – ჰოლანდიასა და თბილისში ისლანდიასთან. თუმცა ისლანდიაში მოგებით დამუხტული ქართველები ისე არიან შემართულნი, რომ იტალიის დამარცხებით შანსების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ.

საამისოდ ჩვენს ნაკრებს განწყობა აქვს და მონდომება არ
აკლია. თბილისი არენაზე გამართულ ვარჯიშზე ილიას ზუროსმა კალათბურთელები კონკრეტულ, იტალიელთა წინააღმდეგ შემუშავებულ სპეციალურ ტაქტიკურ მონახაზზე ამუშავა და შესაბამისი კომბინაციებიც დაამუშავებინა. ვარჯიშმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა, რის ბოლოსაც დარბაზში ჟურნალისტები შემოვიდნენ და მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების წევრებს კომენტარები ჩამოართვეს.

შემადგენლობა უცვლელია: საქართველოს ნაკრები იტალიას იმ 12 კალათბურთელით დაუპირისპირდება, რომლებითაც 2 დღის წინ ისლანდიას მოუგო. მატჩი თბილისი არენაზე 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 15 /
მემგონი დროა იტალია ამოვატრიალოთ ! განარჯვება ბიჭებო!!!!
გიორგი
14 ნოემბერი 2022 17:16
0
რა ლონდარიძეს და ფევაძეს აღარ ჯობია? ტყუილად რო ზიან სკამზე. ლიგა ენდესას გამოცდილება აქ ბოლობოლო რაც ნახევარ ნაკრებს მეტს თუ არა არ დაესიზმრება.
სიმართლეს
14 ნოემბერი 2022 16:32
0
ძნელი თამაშია. იტალია ტრადიციული და ძლიერი გუნდი... წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
tngh
14 ნოემბერი 2022 15:48
0
Kalatshi burts ver agdeben da raunda dauxazos zurosma
Aleko
14 ნოემბერი 2022 13:02
8
Wina tamashi berishvilma shemoatriala 3 samquliani rom chaagdo bolo meotxedshi da mikvirs ratom axexines skami evropaze? warmatebebi nakrebs...
Givi
14 ნოემბერი 2022 12:37
0
მე რასაც ვუყურე ისლანდიასთან თამაშს, ბოლობდე გაშიფრული ვყავდით მაგათ შტაბს, აი ახლა, განმეორებით თამაშში ისლანდიასთან უნდა გამოჩნდეს ზუროსის კლასი, იმედია ისიც გაშიფრავს ისლანდიის არცთუ რთულად გასაშიფრ ნაკრებს, ალბათ 80% შეტევებისა ჩვენგან მარცხნივ ვითარდებოდა, უმეტეს შემთხვევაში კალათამდე მიდიოდნენ და ფარქვეშ გვიგდებდნენ მეტრანახევრიანი ტიპები, პერიმეტრზე თუ გამოჰქონდათ, სრულიად ცარილ კაცს მისდიოდა ბურთი, ესაა, რომ ვერ აგდებდნენ სამიანებს. ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. მთელი თამაში ეს არ დამთავრდა.
14 ნოემბერი 2022 12:14
0
არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს იტალიასთან თამაშს თუ სახლში ისლანდიას და Hოლანდიას ვუგებთ გავდივართ.
irakli81
14 ნოემბერი 2022 12:03
3
თოკოს იმედი ყოველთვის მაქვს და ვფიქრობ 20 ქულაზე მეტს მოგვიტანს. ასევე შერმადინმა და მაკფადენმა უნდა გაიხსენონ ძველი დრო და 20-20 ქულაზე უნდა ავიდნენ. უნდა იყოჩაღონ სანაძემ, ბერიშვილმა, რატიმ, ცინცაძემ და საერთო ჯამში 30 ქულა მაინც დადონ. თუ კი დანარჩენებიც, რაიმეს შეძენენ გუნდს, კარგი დაცვის პირობებში, გამარჯვება გარანტირებული გვაქვს.
ჩემი აზრით ბითაძემ დროზე უნდა შეიცვალოს კლუბი, სადაც სათამაშო პრაქტიკა მეტი ექნება, ან ევროპაში დაბრუნდეს და აქაური ექსტრა კლასის კალათბურთელობა ჯობია ნბა-ში ჩაკარგვას.
სანდროზეც იგივეს ვიტყოდი, ევროლიგის ვარსკვლავობა ჯობია ნბა-ში სათამაშო დროის ლოდინს.
ბურჯანაძე შეუშვით დარბაზში და მთელი დღე სროლებში ივარჯიშოს. მანამ არ გამოუშვათ, სანამ 50 %-იან შედეგს მაინც არ დადებს. ასევე ნაკრების სხვა კანდიდატებს. და ფიზიკაში, სისწრაფესა და გამძლეობაში მოუმატონ.
ნამეტან პრიმიტიულ კალათბურთს თამაშობენ ჩვენი კალათბურთელები, არავითარი კოლექტიური, გუნდური შეთამაშება, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავდივართ ფონს. ზუროსი და ჩვენი რამდენიმე ახალგაზრდა მწვრთნელი რამდენიმე თვით ნბა-სი სტაჟირებაზე გავუშვათ. ვთხოვოთ ზაზას დაგვეხმაროს, გოლდენში ან რომელიმე გუნდში სტაჟირება მოგვიგვაროს, რომ მერე ამათ კალათბურთელებს ტაქტიკური აზროვნება, უბურთოდ მოძრაობა და კომბინაციური თამაში ასწავლონ.
ბეჟანიშვილი სადაა? დროა ახალგაზრდებიც ჩავრთოდ ეროვნულ ნაკრებში, იმათ ნაცვლად, მარტო სიაში რომ ირიცხება და ნაკრებისათვის სარგებელი არ მოაქვს
თენგაბი
14 ნოემბერი 2022 11:34
0
ვნახავთ საღამოს რა კომბინაციები დაამუშავეს!
მგონია რომ ისევ ინდივიდუალური ოსტატობის იმედზე უნდა ვიყოთ.
კომბინაცია არა, კვახი! ღმერთმა ქნას ვცდებოდე!
ბს
14 ნოემბერი 2022 11:27
1
ბურჯანაძე რატომ არაა ნაკრებში?
ტტტ
14 ნოემბერი 2022 10:36
6
იმიტომ არაა რომ არ წავაგოთ
სიმართლე
14 ნოემბერი 2022 11:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული