თუმცა, უიმედოდ არც ჩვენი მეტოქეა, რომლის მწვრთნელმა კრეიგ პედერსენმა რეიკიავიკში ესპანეთთან 61:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი mbl-სთან გააკეთა:
"ჩვენგან განსხვავებით მეტოქე სამქულიანებს კარგად ისროდა და პერიმეტრს გვიკეტავდა. დაცვაშიც ეფექტურები იყვნენ და დაგვსაჯეს. ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება შევძელით და სამქულიანი ვერ გამოვიყენეთ. ვინ იცის, ის ბურთი რომ ჩაგვეგდო, შემდეგ რა მოხდებოდა. ვცდილობდით ზეწოლა გაგვეძლიერებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
ვიცით, საქართველოსთან კარგად თამაში შეგვიძლია,
რაც ძალიან რთული იქნება. მათთან თამაში ძნელია, მეტოქის შეტევების შენელება ეხერხებათ. გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან კარგად თამაში გვჭირდება. დიდი გუნდების წინააღმდეგ სავსე დარბაზებში დაპირისპირებისას მდიდარი გამოცდილება მივიღეთ. კვირას გასვლით მატჩში გამარჯვება იდეალური იქნება".