3 ქულით წაგებული მოგების ტოლფასი დრამატული მატჩი - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები თბილისში ისლანდიასთან 77:80 დამარცხდა, მაგრამ მაინც გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე - პირველად ისტორიაში!

მწვრთნელმა ზუროსმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა: ცინცაძე, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. პირთამდე სავსე „თბილისი არენაზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იყო, დასაწყისი დაძაბული და ნერვიული. მაკფადენის ზედიზედ 6 ქულას შერმადინმა 11 ქულა მიაყოლა, თუმცა შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა რამდენიმე შეტევა ვერ დააგვირგვინეს და პირველი მეოთხედი 19:19 დასრულდა.

აშკარა გახლდათ, რომ როგორც ზუროსი წამყვან მოთამაშეებს დასვენების საშუალებას აძლევდა, მეტოქე, რომელსაც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე 4 ქულით
გამარჯვება სჭირდებოდა, გაქცევას ახერხებდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე პერიოდის შუაში ამოწურა ჯარიმების ლიმიტი, ისლანდიელები ბურთს კარგად ათამაშებდნენ, საჯარიმოებს უზადოდ ასრულებდნენ, პერიმეტრიდან უკეთესად ისროდნენ და პირველი ტაიმი 42:43 დავთმეთ.

დიდი შესვენების მერე მოწინააღმდეგე 4 ქულით დაწინაურდა, შენგელიამ ზედიზედ 5 ქულა აიღო, თამაში ქულა ქულაში წავიდა, სანაძემ მეოთხე პერსონალური მიიღო და - 60:62 დასკვნითი მეოთხედის წინ. ბოლო პერიოდში ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე შენგელიამ საჯარიმოები ვერ გამოიყენა, ისლანდიელებმაც ვერ ჩააგდეს ბურთი, 77:80 წავაგეთ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით.

ჩვენი გუნდიდან 23 ქულა შერმადინმა ჩააგდო, 20 შენგელიამ, 17 მაკფადენმა, 6 სანაძემ, 5 ცინცაძემ, 3-3 ჯინჭარაძემ და ანდრონიკაშვილმა. სტუმართაგან 25 ქულა ფრიდრიკსონმა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატზე 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 124 /
გილოცავთ!!! მთავარია საქართველოს ჰიმნი აჟღერდება არაერთხელ მსოფლიო ჩემპიონატზე!!! 3 კაცით გავედით მსოფლიოზე და კიდე ვიღაცეებს პრეტენზიები აქვთ!!! თოკოს არ აგინებდნენ რო ცსკაში წავიდაო!!! ეს ის თოკოა 4 დღეში 3 თამაში რო ჩაატარა და 5 ჯერ გადაფრინდა გადმოფრინდა!!! თოკოს მეოთხედი გააკეთეთ ქვეყნისთვის და მერე ილაპარაკეთ! მადლობა ბიჭებს!!!
ბოკინიო
26 თებერვალი 2023 23:20
11
თოკო სადაც შესაქებია, არავინ ამადლის ქებას და სიყვარულს. სადაც დასაგმობი იყო ისიც უთხრეს პირდაპირ. ის შეცდომა - მტრის სისხლიანი მაისურით თამაში არ უნდა დაეშვა, მაგრამ საბედნიეროდ ეხლა ეგ ჩავლილი ამბავია. და ამაზე ლაპარაკიც აღარ ღირს. წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
კაი ერთი
26 თებერვალი 2023 23:39
26
ზუროსის გაშვებას რო იძახით, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და სულ რო სულელი იყოს მაინც არ უნდა წავიდეს ამ ეტაპზე! ჯერერთი თვითონ გუნდს არ მოუხდება მსოფლიომდე ესე ცოტა ხნით ადრე მწვრთნელს შეცვლა, მერე კიდე რა ქართველობაა კაცმა ასე თუ ისე აქამდე მოგვიყვანა და გაშვებით დაუფასო??!? იქნებ მადლობა ვუთხრათ და მსოფლიოზე ვუგულშემატკივროთ?? იქნებ მსოფლიოს მერე განვიხილოთ შედეგების მიხედვით??
მამუკა
27 თებერვალი 2023 00:08
9
ევროპის შედეგები აღარ გახსოვთ? არ არი დიდი ხანი სხვათაშორის.
იქაც ზუროსმა გაგვიყვანა? აბა თუ გახსოვთ ვინ გაგვიყვანა და მერე რა მწარედ ჩავისვარეთ! იგივე გინდათ რომ მსოფლიოზე განმეორდეს! ეგ გინდათ?
მამუკავ
27 თებერვალი 2023 00:17
26
დიდება უფალს!!! გილოცავთ!!! ეს იყო სასწაული!!! შოკში ვარ!!! ნერვები დამეგლიჯა!!!
კრიტიკას არ დავწერ!!!:)))
გულშემატკივარი
26 თებერვალი 2023 22:15
3
გილოცავთ ყველას როცა საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე პარკეტზე დადგება და ჰიმნი აჟღერდება წარსული არავის ემახსოვრება ეგაა ისტორიული დღე .
dato
26 თებერვალი 2023 22:25
0
რა არი ახლა ეს? ისლანდიას რატომ აქვს ყოველ შეტევაში რამდენიმე კომბინაცია და ჩვენ მთელ თამაშში მხოლოდ 2 საცოდავი კომბინაცია?!! თითოეული შეტევის წინ რატომ ვართ მხოლოდ დამოკიდებული ინდივიდუალურ ოსტატობაზე და ,,აბა იქნებ რამე ვქნათ"-ზე? ამ საცოდავ დღეში რატომ ვართ ჩვენ და რატომ არ არის ისლანდია? რომელსაც ობიექტურად ჩვენზე სუსტი შემადგენლობა ყავს!
რატომ ვაგებთ მუდმივად მოხსნებს? არადა იდეაში სამწამიანი უნდა იყოს ჩვენი კოზირი, მარგამ არ არის და რატომ? მარტო ისლანდიის კი არა ყველა მოწინააღმდეგეს ერთ შეტევაში რამდენიმე შანსს რატომ ვაძლევთ მუდმივად? ვიმეორებ ყველასთან რატომ ვაგებთ აცდენილ ბურთებზე ბრძოლას?
რაც მე დღეს ვინერვიულე და ვიგინე, არადა წესით არ უნდა მისულიყო აქამდე საქმე. მე ამ თამაშით ვარ აღშფოთებული და ვისაც ასე მოთამაშე საქართველოს ნაკრები მოგწონთ თქვენი გზით იარეთ!
ვა რა მაგარია მსოფლიოზე გავედით, კი მაგარია, მარა ეს რა უბედურება იყო? ვისაც გესმით კალათბურთი იქნება დაწეროთ რატომ ვართ ამ დღეში, ურა პატრიოტებმა და ისეთებმა სპორტი მარტო მოგების დროს რომ გახსენდებათ გაიარეთ.
ხო კიდე: რა თქმა უნდა მსოფლიოზე გასვლა უდიდესი წარმატებაა, მაგრამ თუ რამეს გვინდა მივაღწიოთ მაშინ ზევით დასმულ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს!
პასუხი უნდა გაეცეს იმისგან ვისაც ეხება ეს შეკითხვები და შეკითხვები უნდა დაისვას მანამ ვიდრე ურემი გადაბრუნდება .
Bs
26 თებერვალი 2023 23:06
4
აბა ახლა მე მომისმინე პატივცემულო!
კრიტიკა კი არა სრული კატასტროფის წინაშე რომ ვიდექით თუ ხვდები?
მეთანხმები თუ არა? ხოდა ამიტომ, მე კითხვებზე პასუხებს ვითხოვ ახლავე და სასწრაფოდ და არა როდისმე მერე და მგონია რომ ყველა გულშემატკივარს აქვს უფლება მოითხოვოს ამ კითხვებზე პასუხები.
ვინც მსოფლიოზე გასვლით ტკბობას ეძლევით, კი ბატონო ეს თქვენი უფლებაა,მარა კატასტროფის ნიშნებს თუ ვერ ხედავთ და შესაბამისად მაინც ზეიმის განწყობაზე ხართ ეს უბედურებაა. ჩვენი გუნდის თამაშის შემყურეს მე არც ახლა არ მეზეიმება და თქვენი არ ვიცი. და მით უმეტეს არ მეზეიმება როცა ვხედავ რომ ბიჭები ყველაფერს დებენ თამაშში და მაინც გუნდი ცუდ დღეშია.
ბს
27 თებერვალი 2023 00:15
4
შეიძლება ყველაფერში გეთანხმებოდე, რაც დაწერე, მაგრამ იმაში ვერანაირად ვერ დაგეთანხმები, რომ ახლა, როცა ისტორიული შედეგი დაიდო, კრიტიკის დრო იყოს. მოვა მაგისი დროც. ცუდია ის, რომ იდიოტმა კომენტატორებმა ისეთი რამეები აბრახუნეს, რომ კაცს გაეცინებოდა: იმედია დიდი სხვაობით არ წავიყვანთ თამაშს და უინტერესო არ იქნებაო. რის საფუძველზე ამბობდნენ ამას, ჩემთვის გაუგებარია?!
მისმინე ძამიკო!
26 თებერვალი 2023 23:28
4
მართლა ისტორიული ამბავია, ეს ისაა რისთვისაც დამოუკიდებლობა გვინდოდა და ვიბრძოდით, რისთვისაც ღირდა 30 წელი ტანჯვა-წამება, გილოცავთ!!! მაგრამ უფრო მეტი გვინდა, უფრო კარგი მწვრთნელი, უფრო მოწესრიგებული გუნდი და უფრო გონიერი კომენტატორები რომლებიც სისულეებს არ ილაპარაკებენ!
gogi
26 თებერვალი 2023 22:42
1
"კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ" გილოცავთ, გილოცავთ. ათწლეულებია ფრაზა "კარგაფ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ, შეიცვალა ფრაზით "წავაგეთ, მაგრამ მოვიგეთით" - ეს ქვეყანა ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მორჩა. საოცარი ხალხი ვართ:))) დიდი მადლობა საქართველოს ნაკრების 3 კალათბურთელს დანარჩენი გინდ ყოფილა გინდ არა მაგრამ მათაც ვულოცავ და მადლობა
იბერია
26 თებერვალი 2023 22:24
4
ეჰ ამ გუნდით მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმება. თუმცა ჰიმნი აჟღერდდება და ეგ კარგია
კონცეფცია - ქართული სახელმწიფო
26 თებერვალი 2023 23:23
23
რამის ნახევარი საუკუნეა კალათბურს ვუყურებ-ჩიხლაძე,პულავსკი,ბიჭიაშვილი,ქორქიების დროიდან და არასოდეს არ მახსოვს აცერთი გუნდი მუდამ სამი კაცით რო ფონს გასულიყო.ერთი თამაში კიდევ ხო, სამი კაცით მსოფლიოზე გასვლა მართლა საოცრებაა.
Შერმადინი,შენგელია,მაკფადენი-მადლობა თქვენ ამ სიხარულისთვის რაც ქართველ ხალხს და დანარჩენ 9 კალათბურთელს თქვენ სამმა აჩუქეთ,მაგათ უნდა თქვან ბედი გვქონიაო...
ბაბუაწვერა
26 თებერვალი 2023 22:37
3
ლონდარიძემ გაინაღდა უფასო პაესტკა აზიაში.... თან მსოფლიოს უყურებს სპორცმენების გვერდით.....
ზურა
27 თებერვალი 2023 04:15
34
ჯიგარო, სპორტსმენი და არა სპორცმენი.
გივი
27 თებერვალი 2023 10:24
3
შენ ჯერ გამართულად წერა ისწავლე და მერე აკრიტიკე სხვები.
სპორცმენი
27 თებერვალი 2023 07:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული