ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.
საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.
სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი
A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.
მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.
ჰოდა მე კიდევ 2 კაცს დავამატებდი: ოთარ ბულიავას, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად ირჯება შიდა ჩემპიონატში და ვილი ისიანს.
მართალია ეს უკანასკნელი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში არ თამაშობს, მაგრამ სამიანების სროლა ეხერხება და თამაშს არ გააფუჭებდა. ყოველშემთხვევაში სატესტო თამაშებში მაინც უნდა გამოვცადოთ.
ალექსანდრე ფევაძე რომ უნდა იყოს ეს ერთნიშნველოვანია.
მაკფადენს რაც შეეხება დაგვიბერდა და ძალიან არასტაბილური გახდა.
მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან მასზე და მთავარ მწვრთნელზე გადაწყვეტილების მიღება.
თუმცა ამ უსაქმური, მუქთამჭამელი ფედერაციის ხელში, მეტი არაა ჩემი მტერი რაიმე ცვლილებები მოხდეს.
მწვრთნელის პრობლემაზე გვესაუბრე ბარემ და არც მესამე მადლობას დაგზარდები :)
თოკოს შერმადინი ბითაძე და მამუს რომ ვერ გააერთიანებს მწვრთნელი და გადანაწილებს ამ ოთხ მოთამაშეს ოპტიმიზმი გაქრება.
და კიდო 3 ნომერი არ გვყავს.2ნომერი არ გვყავს და მაკფადენი უპროგნოზო მოთამაშეა.
მწვრთნელი გვინდა რომ გუნდი გააერთიანოს და არა დაშალოს როგორც ევროპაზე.
კარგი შანსი გვაქვს გასვლის და არ უნდა დავკარგოთ