საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა

AutoSharing Option
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
1.ვენესუელა შეკრული გუნდია, კარგად ისვრიან და მაღალ ტემპში თამაშობენ - მისი მინუსია მაღლების ნაკლებობა, ყველაზე მაღალი 206 სმ-ს არის.ყველა მოთამაშე ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ჯგუფი სუსტი ჰყავდა - არგენტინის გარდა პარაგვაი და პანამა, მაგრამ არსებითია, რომ მათ არგენტინას მოუგეს ბუენოს-აირესში 13 ქულით. 2. კაბო ვერდე ჩემთვის უცნობია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩი მოუგო ნიგერიას. რუსტერიდან ყველაზე ცნობილია რეალის ცენტრი ტავარესი (220 სმ), კიდევ 3-4 კაცი ესპანეთის სხვადასხვა ლიგაში თამაშობს. და მე-3 და ყველაზე მთავარი - უშუალოდ ჩვენი ნაკრები! ცენტრების და მძიმე ფორვარდების ხაზით ურიგოდ არ გამოვიყურებით, მაგრამ პრობლებემია პირველ, მეორე და მესამე ნომრებზე - გამთამაშებელი პრაქტიკულად არ გვყავს (ცინცაძე დაბერდა, ხოლო რატი ამ ფუნქციას ჯერ ვერ ასრულებს), მეორე ნომერზე მაკფადენმა ასაკთან ერთად აშკარად უკლო და თავის საფორმო სამიანებს ძალიან დაბალი პროცენტით ისვრის (მათ შორის მურსიაშიც), სანაძე კი ძალიან არასტაბილურია. მსუბუქი ფორვარდი გუნდში ნომინალურადაც არ გაგვაჩნია. ჩემი მოკრძალებული აზრით საჭიროა დარჩენილ დროში ფედერაციამ დაგეგმოს რაც შეიძლება მეტი სპარინგი და სინჯებზე მოიწვიოს ახალი მოთამაშეები, კერძოდ ლუკა ბულაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ავალიანი (სევანი ტაიგერსი), დათო ქაქუშაძე (როკჰერსტი 69), ცოტნე ცარციძე (ჩრდ.დაკოტა), ნიკა მეცხვარიაშვილი (მონრო უორჰოქს), რომლებმაც შესაძლოა აჯობონ კიდევაც ამჟამინდელი ნაკრების 3-4 წევრს. ჩემპიონატზე წარმატების შანსი მეტად მოკრძალებულია, მაგრამ ამავე დროს წამყვანი მოთამაშეების ასაკის გათვალისწინებით (თოკო და გიო) საჭიროა პერსპექტივაზეც ფიქრი!
თემური
20:05 29-04-2023
2
ვფიქრობ ვენესუელასთან და კაბო ვერდესდან შანსი გვაქვს სერიოზული. H ჯგუფში საფრანგეთთან და კანადასთან უშანსოდ ვიქნებოდით. აქ კი შეგვიძლია მეორე ადგილზე ფიქრი რაც სავსებით რეალურია. მთავარია ტრამვებმა არ შეგვიქმნას პრობლემა. მაინც მჯერა რომ მეორე ადგილზე გავალთ. თან თოკოსთვის და გიოსთვის პირველი და ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი არის და მაქსიმუმს გაიღებენ. ასევე მამუ და ბითა დიდი ძალაა ჩვენთვის. საქართველოოო წიინ!
Joko
23:47 29-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული