ზუროსმა საქართველოს ნაკრები "ჟალგირისის არენაზე" ავარჯიშა

AutoSharing Option
კაუნასში გუშინ ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ჟალგირისის არენაზე" ივარჯიშა. ილიაზ ზუროსმა, რომელიც "ჟალგირისს" 2011 და 2013 წლებში წვრთნიდა, თავისი ყოფილი კლუბის არენაზე საქართველოს ნაკრები ერთ საათს ავარჯიშა. ძირითადი დრო კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. ლიეტუვასთან სათამაშოდ ბერძენი სპეციალისტი გუნდს სხვადასხვა კომპონენტში ამზადებს, რაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.

დღევანდელ ვარჯიშში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის იყოს
მზად.

საქართველოს ნაკრები დღეს "ჟალგირისის არენაზე" კიდევ ერთ ვარჯიშს გამართავს, რომელზეც ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა, უფრო მეტად დატვირთავენ მოთამაშეებს. თბილისის დროით ვარჯიში "კაუნასის არენაზე" 19:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული