ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
შვეიცარიაში დღეს გამართულმა წილისყრამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის 4 საგზურისთვის მებრძოლი 24 ნაკრები ჯგუფებში გაანაწილა. გათამაშების ფორმატის თანახმად, 24 გუნდი 4 ქვეყანაში – საბერძნეთში, ესპანეთში, ლატვიასა და პუერტო-რიკოში განაწილდა. თითოეულ ქვეყანაში თავი 6-6 ნაკრებმა მოიყარა, რომლებიც თავის მხრივ, 2 ჯგუფში (თითოეულში 3 ნაკრები) განაწილდა. თითო ქვეყნის 6-გუნდიანი მინი-ტურნირის გამარჯვებული (ჯამში 4 ნაკრები) მიიღებს ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საგზურს.

საქართველომ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობის უფლება მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლით მოიპოვა. საქართველო მოხვდა იმ 16 გუნდს შორის, რომლებმაც ოლიმპიადის საგზურის კვოტებით
მიღების შემდეგ ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავეს. საქართველო მოხვდა ლატვიის დედაქალაქ რიგის ტურნირში, სადაც A ჯგუფში მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლება. B ჯგუფში მოხვდნენ ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო.

რიგა, ლატვია
A ჯგუფი – საქართველო, ფილიპინები, ლატვია
B ჯგუფი – ბრაზილია, კამერუნი, მონტენეგრო

გათამაშების ფორმატი ასეთია: ჯგუფებში გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდებიან. ანუ საქართველო ეთამაშება ლატვიასა და ფილიპინებს და თუ პირველ ან მეორე ადგილს დაიკავებს, ნახევარფინალში გავა, სადაც იმავე ქვეყანაში ჩატარებული მეორე B ჯგუფიდან გასულ ნაკრებს შეხვდება. ნახევარფინალში მოგებული გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებული ოლიმპიადის საგზურს მიიღებს. შესაბამისად – თითო ქვეყანაში თითო საგზური გათამაშდება.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს 3 დანარჩენი ტურნირი შემდეგ ქვეყნებში, ამ შემადგენლობით ჩატარდება:

ვალენსია, ესპანეთი
A ჯგუფი – ლიბანი, ანგოლა, ესპანეთი
B ჯგუფი – ფინეთი, პოლონეთი, ბაჰრეინი

პირეოსი, საბერძნეთი


A ჯგუფი – სლოვენია, ახალი ზელანდია, ხორვატია
B ჯგუფი – ეგვიპტე, საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა

სან-ხუანი, პუერტო-რიკო

A ჯგუფი – მექსიკა, კოტ დ’ივუარი, ლიეტუვა
B ჯგუფი – იტალია, პუერტო-რიკო, ბაჰრეინი

ოლიმპიადაზე უკვე გასულია 8 ნაკრები: საფრანგეთი (მასპინძელი), გერმანია, სერბეთი (მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის 2 საუკეთესო ევროპული ქვეყანა), აშშ, კანადა (მსოფლიოზე 2 საუკეთესო ამერიკის ქვეყანა), ავსტრალია (ავსტრალია/ოკეანია), იაპონია (აზია) და სამხრეთი სუდანი (აფრიკა). ამ 8-ს დაემატება საკვალიფიკაციო მინი-ტურნირების 4 გამარჯვებული და საოლიმპიადო ტურნირის 12 მონაწილეც დაკომპლექტდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 18 /
მწვრთნელი ამ ნაკრებს არ ყავს და ნატურალიზებული ამერიკელი,რა აზრი აქვს ვინ იქნებიან მეტოქეები?კალათბურთის ფედერაციას სძინავს ჯერ,აცადეთ ჩაიაროს ოლიმპიადამ და მერე ალბათ დააბრუნებენ ზუროსს და მაკფადენს.არადა გრანდი არავინაა აქ,ნახევარფინალში თუ გავედით ბრაზილია ან მონტენეგრო შეგვხვდება,ის მონტენეგრო რომელიც არაერთხელ დაგვიმარცხებია ფინალში კი ალბათ ლატვია,რომელთანაც ნამდვილად შეიძლება ბრძოლა,მარა რად გინდა,არ ყავს პატრონი ნაკრებს...
Master
22:58 27-11-2023
14
ეს ფედერაცია რომ ჭკვიანურად მუშაობდეს, მართლა მექნებოდა ოლიმპიადაზე გასვლის იმედი. წილისყრაში ნამდვილად გაგვიმართლა რადგან უარესი შეიძლებოდა. ერთი ძლიერი ლეგიონერი (მსროლელი გარდი) და ჭკვიანი მწვრთნელი რომ მოგვცა, მინიმუმ ფინალში გავალთ. თუმცა ასეთ შანსს გამოყენება უნდა, ხოლო სანიკიძის ფედერაციის არ მჯერა
magaria
23:21 27-11-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული