რაც შეეხება კაპიტანს, შენგელიას გუნდი იტალიის თასის გათამაშებაში მონაწილეობდა და სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ბარიერი უნდა დაეძლია, თუმცა, მოულოდნელად, 15 თებერვალს "რეჯიო ემილიასთან" დამარცხდა და თორნიკეც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისკენ დაიძრა
დანიაში გამგზავრებამდე, 19 თებერვალს, ალეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენს ნაკრებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ავარჯიშებს, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრებიან. სერბი სპეციალისტი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებითაც საქართველოს ნაკრები დანიაში გაემგზავრება. ნაკრებს დანიაში ესპანეთიდან შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი. ჯიკიჩის გუნდი 20, 21 და 22 თებერვალს ქალაქ ნესტვედში ივარჯიშებს, ხოლო 23-ში დანიის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდება.
იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც დანიასთან მატჩის განაცხადში იქნებიან, მთავარი მწვრთნელი თამაშის წინა დღეს, 22 თებერვალს დაასახელებს.
GBF.GE