ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე მეორე ადგილით გასასვლელად ჩვენს გუნდს მინიმუმ 19 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა, რაც მისი მოკლე სათადარიგო სკამიმიდან გამომდინარე, ძალიან რთული ამოცანა იყო.
საქართველოს ნაკრებს კაპიტანი შენგელია დაუბრუნდა, რომელმაც პირველი შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა. მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ტომასონი, ანდრონიკაშვილი, შენგელია, მამუკელაშვილი, ბითაძე. ქართველ კალათბურთელებს სტარტი კარგი გამოუვიდათ, 8:0 დაწინაურდნენ და მეტოქე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც ქართველებმა უპირატესობა გაზარდეს (16:0). პირველი ქულები მოწინააღმდეგემ მხოლოდ მეექვსე წუთზე ორი სამქულიანით მოიპოვა, თანდათან სხვაობა შეამცირა და პირველი მეოთხედი 28:17 დასრულდა.
ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, ფარზე დომინირებდა, ვიზავის შეცდომების დაშვებას აიძულებდა, შეტევაში ბითაძე და მამუკელაშვილი შესანიშნავად ირჯებოდნენ, შენგელია შეუჩერებელი იყო, ტომასონსაც სროლები წაუვიდა და 40:20 გავედით წინ. მერე ფილიპინებმა 11-ქულიანი გაქცევა მოახერხა, პირველი ტაიმი კი 55:43 მოვიგეთ.
დიდი შესვენების მერე ჩვენმა გუნდმა კატასტროფულად ითამაშა, ფილიპინები პირველად მატჩში წინ გავიდა, დასკვნითი პერიოდის წინ ტაბლოზე ფრე, 74:74, ხოლო საბოლოოდ საქართველოს ნაკრების 2-ქულიანი გამარჯვება დაფიქსირდა.
ჩვენი გუნდიდან 26 ქულით ყველაზე შედეგიანი მამუკელაშვილი იყო (7 მოხსნა), 19 ქულა ბითაძემ ჩააგდო (9 მოხსნა), 17 შენგელიამ (7 პასი), 14 ტომასონმა, 13 სანაძემ, 5 ანდრონიკაშვილმა. ფილიპინელთაგან საუკეთესო ბრაუნი გახლდათ - 26 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი.
შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ფილიპინების 19 ქულით დამარცხება სჭირდება
ასევე სანამ კალათბურთის ფედერაცია ხელს უწყობს ნეპოტიზმის და კორუფციას ბავშვთა კალათბურთში, შედეგიც ეს არის
ასაკობრივი ნაკრებების შედეგებს შეხედეთ
სანიკიძე სამწუხაროდ ვერ უძღვრება ფედერაციას კარგად და ჯობია გადადგეს