
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებმა დანიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზური მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა თამაშის წინა დღეს დაშავებული ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გარეშე სძლია გადამწყვეტი მატჩისთვის საგანგებოდ გაძლიერებულ მეტოქეს, რითაც ჯგუფში ევრობასკეტზე გამსვლელი მე-2 ადგილი გაინაღდა. ჩვენი ჯგუფის პარალელურ მატჩში სერბეთს ფინეთთან რომ წაეგო, ბოლო ტურს თეორიულად ცხრილში ცვლილებების შეტანის შანსი ექნებოდა, თუმცა
შესაბამისად, 24 თებერვალს, ბელგრადში გასამართ სერბეთ-საქართველოს მატჩში რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს, ეს ამ გუნდების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს – ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, საქართველო კი – მეორეს.
ახალგაზრდებისა და სათადარიგოების გამოსაცდელად ამაზე უკეთეს საშუალებას ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვერც ინატრებდა. ოფიციალური მატჩი სერბეთთან, რომელშიც შედეგს მნიშვნელობა არ აქვს – ჯიკიჩმა ნაკრების ვეტერან ლიდერებს – გიორგი შერმადინსა და თორნიკე შენგელიას დასვენების საშუალება მისცა. კამარ ბოლდუინი ისედაც დაშავებული იყო და მწვრთნელმა თავის სამშობლოში სათამაშოდ ხსენებულ კალათბურთელებს ეს ტრიო ჩაანაცვლა – ლუკა ლიკლიკაძე, ნაკრების დებიუტანტი სანდრო სანაძე და გამოცდილი ილია ლონდარიძე.
საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით სერბეთში ჩარტერული რეისით, დღეს საღამოს გაემგზავრა და ბელგრადში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ჩაფრინდა. ჯიკიჩის გუნდი Crown Plaza-ში დაბინავდა და პირველ ვარჯიშს ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში კვირას გამართავს.
GBF.GE