ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს სერბეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ბელგრადში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა "ალეკსანდარ ნიკოლიჩის" სახელობის დარბაზში, სადაც სერბეთს უნდა დაუპირისპირდეს, პირველი ვარჯიში გუშინ გამართა. ეს გახლდათ ერთადერთი სრულფასოვანი ვარჯიში მსოფლიო გრანდთან თამაშის წინ. დღეს, შუადღისკენ, ალეკსანდარ ჯიკიჩი მოთელვითი ხასიათის ვარჯიშს ჩაატარებს, რომელსაც ძირითადად კონკრეტული კომბინაციების კიდევ ერთხელ დასამუშავებლად, რომ იტყვიან, მოთამაშეთათვის გადასამეორებლად გამოიყენებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები სერბეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. მიზეზი გასაგებია: ბელგრადულ მატჩს არანაირი სატურნირო დატვირთვა არ აქვს. ნებისმიერი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში სერბეთი საკვალიფიკაციო ტურნირის H ჯგუფში პირველ, ხოლო საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს. ორივე ნაკრები, ევრობასკეტის მასპინძელ
ფინეთთან ერთად აღნიშნული ჯგუფიდან გასულია და მოახელოებულ მატჩს ორივე სათადარიგო და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის პრაქტიკის გასაღრმავებლად გამოიყენებს.

ცხადია, NBA-ს მოთამაშეებს არ ჩავთვლით და ისე, თავდაპირველად, სერბეთს ლამის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა. გუნდი სავსე იყო ევროლიგის მოთამაშეებით, თუმცა როცა წინა ტურის შემდეგ ხსენებულმა მატჩმა სატურნირო ინტერესი დაკარგა და გაირკვა, რომ საქართველო სერბეთში 3 ლიდერის გარეშე მიდიოდა, სვეტისლავ პეშიჩმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელით ჩაანაცვლა.

სერბეთი ჩვენთან სათამაშოდ შემდეგი შემადგენლობით იქნება:

უროშ პლავსიჩი (ჩაჩაკი, სერბეთი)
ბალსა კოპრივიცა (პარტიზანი, სერბეთი)
ბოგოლუმ მარკოვიჩი (მეგა ბასკეტი, სერბეთი)
მარიო ნაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
დუშან მილეტიჩი (სპარტაკ სუბოტიცა, სერბეთი)
არიჯან ლაკიჩი (პარტიზანი, სერბეთი)
სტეფან იოვიჩი (ვალენსია, ესპანეთი)
ბორისა სიმანიჩი (იგოკეა, ბოსმია)
ალეკსა ავრამოვიჩი (ცსკა, რუსეთი)
უროშ ტრიფუნოვიჩი (თოფაში, თურქეთი)
დუშან ბელსაჩი (ავტოდორი, რუსეთი)
ასიმ დულოვიჩი (ბელგრადი, სერბეთი)

საქართველოს ნაკრები სერბეთში მესამედ თამაშობს. წინა ორი შეხვედრიდან 1 მოიგო და 1 დათმო. სერბეთისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ის პატარა ბიჭი ათამაშე, რა! წარნოიდგინე, რა ბედნიერება იქნება მუსთვის სერბეთთან დებიუტი 16 წლის ასაკში !
Rezo
16:23 24-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული