საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე სერბეთთან 54:63 დამარცხდა.

ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.

ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, დ. სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაში
კარგად ირჯებოდნენ, შეტევაში დ. სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი მალე ამოწურა, სერბებმა გაქცევა მოხერხეს, ბურჯანაძემ ორი ზუსტი სამიანით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნითი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 44:41 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში ჯინჭარაძემ და ოჩხიკიძემ მეხუთე პერსონალური მიიღეს, მასპინძლებს სამქულიანი სროლები შედარებით წაუვიდათ და გაიმარჯვეს.

17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბურჯანაძე გახდა, 12-12 ქულა დ. სანაძემ და კორსანტიამ (6 მოხსნა) ჩააგდეს, 10 ანდრონიკაშვილმა, 2 ს. სანაძემ, 1 კი ოჩხიკიძემ. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ავრამოვიჩი იყო.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სერბი რომ ვიყო, მაგრად შემრცხვებოდა, რა მსაჯობა იყო? ბურთები არ ჩაგვითვალეს, სულ ცოტა ორჯერ, პლიუს ჯარიმები. განა რამე, მაგრამ, რა ვიცი აბა? არ ტეხავს? ბიჭები ყოჩაღ!
დიდება საქართველოს!
ლევანი
01:30 25-02-2025
3
საქართველოს ნაკრების წარმატებული სვლა იწყება 2008-2009 წლებიდან როცა მოვიგეთ ბ დივიზიონი და ა დივიზიონში პირველივე ცდით გავედით ევრობასკეტ 2011-ზე. აქედან მოყოლებული თუ გავიხსენებთ ყველა შესარჩევს, ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი იყო ყველაზე სუტად ჩატარეული საქართველოს ნაკრების მიერ.

ილია ლონდარიძე - დებიუტიდან დღემდე ამტკიცებს რომ არ ვარგა და კიდევ რადენი ხანი უნდა იყოს ნაკრებში? მხოლოდ ტრიბუნიდან გაგვიღიმოს წვერულვაშში

ოჩხიკიძე - ცანცარებს წვალობს, მაგრამ ძირითადად ზარალია. საკმაოდ ბევრი თამაში დაუგროვდა ნაკრებში და ალბათ აღარ ღირს მისი წვალების ყურება

რატი ანდრონიკაშვილი - მისი ბავშობის დროინდელი კლასიდან აჩრდილიც აღარ დარჩა, თუმცა ევრობასკეტზე ჩაჭრებში გამოგვადგება.

ფევაძე - მარტო მოხსენების გამო უნდა წაიყვანოს ევობასკეტზე, მეტი არაფერი იცის

ბექა ბურჯანაძე - მისგან კარგ თამაშებს აღარ ველოდი და სასიამოვნოდ გამაოცა

უმადური არ ვარ. მადლობა ბიჭებს მორიგი ევრობასკეტისთვის და წარმატებები
დააT
01:26 25-02-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული