საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე სერბეთთან 54:63 დამარცხდა.

ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.

ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, დ. სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაში
კარგად ირჯებოდნენ, შეტევაში დ. სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი მალე ამოწურა, სერბებმა გაქცევა მოხერხეს, ბურჯანაძემ ორი ზუსტი სამიანით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნითი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 44:41 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში ჯინჭარაძემ და ოჩხიკიძემ მეხუთე პერსონალური მიიღეს, მასპინძლებს სამქულიანი სროლები შედარებით წაუვიდათ და გაიმარჯვეს.

17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბურჯანაძე გახდა, 12-12 ქულა დ. სანაძემ და კორსანტიამ (6 მოხსნა) ჩააგდეს, 10 ანდრონიკაშვილმა, 2 ს. სანაძემ, 1 კი ოჩხიკიძემ. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ავრამოვიჩი იყო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯიკიჩს რა ვუთხარი,რას აწვალებენ ამ ლონდარიძეს რა კარგად შემოვიდა ის 16 წლის ბიჭი,ათამაშე რა ახალგაზრდები უთხარით ვინმემ,რა იყო ეს.
გია
09:40 25-02-2025
0
დავიწყოთ იმით რომ 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახხეები და დაბერდნე და დაიღელენ ვეღარ გაქაჩეს.
მეორე რომ ბოლო 5 წელია რაც ვითომ ახალი სახეები მაგრამ ისინიც ვერ ქაჩავენ....არ გაზარდეს მომავალი თაობა....ჯინჭარაძე და ფევაძე ვითომ თამაშობენ .დაცვა კი თამაშობენ მაგრამ შეტევაში ხომ უნდა ჩააგდო ბურთი...მსროლელები არ არიან.
ლონდარიძეს საერთოდ რა უნდა ნაკრებში....ნეპოტიზმის ნაკრები მესამესაც ჩასვავენ არ იქნება პრობლემა.ნეპოტიზმი....ახალი სახეები გვყავს ყველაზე მაღალი ანდრონიკაშვილი დანარჩენები დაბლები სულ...კალთბურთი ლილიპუტების გავხადეთ...არ გაზარდეს ბავშვები რომლის მშობლებიც არ იყვნენ კალათბურთელები ...არ აქვთ ფული არ ყავთ მეგობრები კალათბურთში...ნეპოტიზმის ნაკრები..სამარცხვინო ნაკრები გვყავს...ბითაძე მამუ და მაგითი ვერ მოიგებ...შენგელია მუდმივი არ არის...სანაძეს თავისი ძმა ჩაანაცვლებს და ეგრე გაგრძელდება..ბურჯნაძეც მუდმივად არ არის დაბერდნე...და ვინ მოდის და გავზარდეთ არავინ 2 3 ნომერი არ გვყავს..მსროლელი არ გვყავს და რატო არ ზრდიან მაინტერესებს.
ფედერაციას მივმართავ 198 დან 203 სმ სიმაღლის ბავშვებს რატო არ ვზრდით კითხეთ ფედერაციას...კითხეთ ფედერაციას ასაკობრივში და აკადემიებში 198 203 სიმაღლის ბავშვებს ცენტრად ათამაშებენ ჩვენთან და დაბალი ბავშვებით ფონს ვერ გავალათ....ძალიან რთული სიტუაციაა
ადამიანი
09:16 25-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული