საქართველოს ნაკრები სტუმრად სერბეთთან 9 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე სერბეთთან 54:63 დამარცხდა.

ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.

ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, დ. სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაში
კარგად ირჯებოდნენ, შეტევაში დ. სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი მალე ამოწურა, სერბებმა გაქცევა მოხერხეს, ბურჯანაძემ ორი ზუსტი სამიანით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნითი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 44:41 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში ჯინჭარაძემ და ოჩხიკიძემ მეხუთე პერსონალური მიიღეს, მასპინძლებს სამქულიანი სროლები შედარებით წაუვიდათ და გაიმარჯვეს.

17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბურჯანაძე გახდა, 12-12 ქულა დ. სანაძემ და კორსანტიამ (6 მოხსნა) ჩააგდეს, 10 ანდრონიკაშვილმა, 2 ს. სანაძემ, 1 კი ოჩხიკიძემ. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ავრამოვიჩი იყო.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ანტი-კალათბურთელების ნაკრები რომ შედგეს ორი ჩვენებური უეჭველი მოხვდება,ჯინჭარაძე და ლონდარიძე!
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
16:13 25-02-2025
8
ფაქტია მათი დონე არავართ, ჭე კლასს უგებთ, მაგრამ სერიოზული გუნდი მესამე სასტავითაც გვიგებს თავისუფლად.
slava
12:45 25-02-2025
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული