მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი

AutoSharing Option
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე, ხოლო კალათბურთელები თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ბრწყინვალების ორდენზე არიან წარდგენილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გაგვახარეს ჩვენმა კალათბურთელებმა, რომლებმაც ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს "ევრობასკეტის" საგზური. მნიშვნელოვანია ამ წარმატების სათანადოდ დაფასება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი კალათბურთელებისა და გუნდის წევრების მთლიანად უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის თაობაზე.

ღირსების ორდენზე იქნებიან წარდგენილები ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის წევრები, ფედერაციის ხელმძღვანელები და პირველ რიგში, კალათბურთელები. გამოვარჩიეთ ორი
კალათბურთელი, თორნიკე შენგელია ასევე, გიორგი შერმადინი, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები და ისინი იქნებიან წარდგენილი ბრწყინვალების ორდენზე.

მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო ეს ჯილდო. მათი დაჯილდოება მოხდება უახლოეს მომავალში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
Sportis ganvitarebas yoveltvis m8vesalmebi magram,shemdgar sporcmenebze zrunavt Marto da momaval sporcmebze rato ar fiqrobt Rom gaizardon?camalzea shemjdari mteli axali taoba.rato ar accept yuradgebas.shemdgar sporcmenebs iyenebt.ekvexvebit t,,,,da isinic vinujdeni Arian ro dagidget gverdshi.
Butxa
15:27 25-02-2025
0
მაპატიეთ და მარაზმი ქვია ამას. არ ვარ არც მარშის, არც ნაცების, არც ოპოზიციის და არც გამომსვლელების მხარეს, პირიქით, მარა ეს ხომ ნამდვილი მ ა რ ა ზ მ ი ა! განათლებას და კულტურას მიხედეთ თქვე კაი ხალხნო, ბრწყინვალების ორდენი და ბარემ დახურეთ უნივერსიტეტები.გულის ამრევია მართლა. გაუნათლებელ ხალხს ორდენებს და პოსტებს ურიგებთ და რა ქვეყანა აშენდება ასე, დიდ ფედერაციას ქმნით თუ მომავალი მარტო სპორტია ამ ქვეყანაში? ერთი კულტურის ან მეცნიერების სფეროს წარმომადგენელი მითხარით ბოლოს ბრწყინვალების, ან თუნდაც ღირსების ორდენი ვინ მიიღო? თუ მარტო სპორტში ვარ მაგრები, ესეიგი აფრიკის დონეზე დავსულვართ და ეგაა
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული