რა მიზეზით იმყოფებოდა სან ანტონიოს თავკაცი გრეგ პოპოვიჩიც თელ-ავივში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალია-უკრაინის მატჩს თვალს ოფიციალური მონაცემებით 1660 მაყურებელი ადევნებდა. მათ შორის ერთი განსაკუთრებული იყო - "სან ანტონიო სპურსის" მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი. იგი მოედნის გვერდით ხაზთან, იტალიის ნაკრების სათანარიგოთა სკამის გადასწვრივ იჯდა და აუღელვებლად ადევნებდა თვალს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

რატომ დაესწრო მაინცდამაინც იტალია-უკრაინას? საქმე ის არის, რომ მისი ასისტენტი ეტორე მესინა პარალელურად იტალიის ნაკრების თავკაცია. პოპოვიჩი საქომაგოდ და მასზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა ევრობასკეტზე.

პოპოვიჩის სტუმრობა დამატებითი სტიმული აღმოჩნდა მარკო ბელინელისთვის, რომელმაც 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და საბოლოოდ 26 ქულა მიითვალა. იგი რამდენიმე
წლის წინ სწორედ გრეგის "სან ანტონიოსთან" ერთად გახდა NBA-ს ჩემპიონი. ნამატჩევს პოპოვიჩი ბელინელის გადაეხვია და დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი.

- როდესაც დარბაზში პრეგ პოპოვიჩი დავინახე, გამაჟრჟოლა, - თქვა ბელინელიმ, - იგი დიდი მწვრთნელია, ბევრი რამ მასწავლა. მიხარია, რომ მისი თანდასწრებით ასეთი მატჩი გამომივიდა.

პრესკონფერენციაზე ეტორე მესინას პოპოვიჩის შესახებ ჰკითხეს.

- მოგეხსენებათ, იგი ამერიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ოლიმპიადაზე იტალიისა ძალიან ეშინია და ჩვენს გუნდზე დასაკვირვებლად ჩამოვიდა, - ასეთი იყო იტალიელი მწვრთნელის კომენტარი-იუმორი.

ვაჟა სიმონიშვილი თელ-ავივიდან
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანდ ისე გაიარა..მტავარი მისი მიზანი ცინცადზის ტავის გუნდსჰი გადასვლაზე დატანხმებაა..
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული