საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე უკრაინასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
3 აგვისტოს საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის B ჯგუფში მესამე მატჩი უკრაინასთან გამართა და ანგარიშით 81:88 ფამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ცუდად დაიწყო, რითაც უკრაინელებმა ისარგებლეს და 5:0 გაიქცნენ. ქართველებმა პერიოდის ბოლოსკენ მოახერხეს თამაშის დალაგება და პირველი პერიოდი უკრაინამ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით 21:20 მოიგო.

მეორე პერიოდში კი ილიას ზუროსის შეგირდება ძალიან ცუდად ჩაატარეს. უყურადღებობის, ბურთის დაკარგვების, უზუსტობისსა და წაგებული ფარის შედეგად მეორე პერიოდი საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით წააგო.

საბოლოოდ უკრაინელებმა პირველი ტაიმი 51:38 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინმა შეუდარებელი სტატისტიკა აჩვენა -
მოედანზე ყოფნის 12 წუთში მან 17 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.

მესამე პერიოდში ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად უკეთესად დაიწყეს. საქართველოს ნაკრების კაპიტნი ზაზა ფაჩულია მოწოდების სიმაღლეზე იყო. მესამე პერიოდი უკვე საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშIთ 25:16 მორჩა.

ბოლო პერიოდში კი დაძაბულობამ იმატა, თუმცა ქართველებმა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 81:88 დამარცხდნენ.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს მასპინძელი ისრაელს შეხვდება.

საქართველო-უკრაინა 81:88
20:21, 18:30, 25:16, 18:21

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 76 /
ამ გუნდის მაქსიმუმია ამ ჩემპიონატში მონაწილეობა...გამაგებინეთ რატომ ითხოვთ ვინმესთან მოგებას. ჩემპიონატი გვაქვს ..0. ბაზები..0. ფედერაცია.. 0. კალათბურთელების რაოდენობა-ერთი ხუთეული....მწვრთნელები-გვყავს საერთოდ?...და ამ დროს ამბიცია-გავიდეთ შემდეგ ეტაპზე...უკეთესი -გავხდეთ ჩემპიონები...რის საფუძველზე?... რატომ?
P.S. მატჩის კომენტატორები...საოცრება!
zura
19:18 03-09-2017
1
ვაი მართლაც, ამას არ მოველოდი რისი მეშინოდა ის მოხდა, ხუთი ექვსი კალათბურთელით შორს ვერ წახვალ, აშკარად ჩანდა რომ ვერ გაუძლეს,როცა კარგი შემცვლელი არ გყავს რთულია თამაში,ასე რომ ბიჭებს თავგანწირვა მართებთ მომდევნო მატჩებში რომ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე
vai vai
21:48 03-09-2017
1

სიახლეები პოპულარული