ევგენი მურზინი: საქართველო ტურნირს შვიდი კალათბურთელით ატარებს

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების დამმარცხებელი უკრაინელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა ევგენი მურზინმა განაცხადა, რომ მეტოქეს მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს, რაც სათანადოდ გამოიყენეს:

 

„მინდა გამარჯვება მივულოცო ყვეელას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ძალიან მძიმე მატჩი გამოვიდა. საქართველოს ერთობ ძლიერი, გამოცდილი გუნდი ყავს, მისი კალათბურთელები ერთად დიდი ხანია თამაშობენ. თუმცა, ტურნირს პრაქტიკულად მხოლოდ შვიდი კალათბურთელით ატარებენ.

 

ჩვენი მიზანი მოედნის ყოველ მონაკვეთზე ბრძოლა და ვიზავიზე ზეწოლა გახლდათ. ამაყი ვარ. ეს ჩვენი პირველი მოგებაა.

 

კრავცოვი ზურგის ტრავმის გამო გამოგვაკლდა და ერთი ცენტრალური თავდამსხმელის ამარა

დავრჩით. მაინც ვიბრძოლეთ და შედეგს მივაღწიეთ. იმედია, ის ლიტვასთან თამაშს შეძლებს.

 

იტალიასაც გავუძალიანდით, მაგრამ 40 წუთი კონცენტრაცია ვერ მოვახერხეთ.

 

დღეს დიდი სამუშაო შევასრულეთ - 23 ზუსტი გადაცემა შესანიშნავი მაჩვენებელია".

მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორად დაასკვნა უკრაინელმა. Bოისას ნაკრებში რა უნდა? სკამის სახეხად არც ერთი არ უნდა წაიყვანონ. თუ შეცვლაზე შესვლა არ შეუძლიათ ნუ მიგყავთ. Aმერიკაში რომ მამუკელაშვილია ის უნდა გაესინჯატ და წაეყვანათ რადგან ამ ბიჭს დიდი მონაცემები აქვს, ბურთსაც კარგად ფლობს, ტყორცნაც აქვს და ცენტრადაც და მცირე ფორვარდადაც შეუძლია თამაში. ამერიკულ კალათბურთს თამაშობს ბავშვობიდან. ბევრი უაზრო გადაცემები და გაუნძრევლად დგომა არ შეიძელბა ყველა უნდა მოძრაობდეს დაცვასა და თავდასხმაშიც. ზუროსის კომენტარებიდან გამომდინარე ძალა არ ეყოთ ესე იგი ერთი თამაშისთვის ეყოთ ფიზიკური მომზადება.როგორ შეიძელბა ასე თავისუფლად ასროლინო ყველას. მაგას აქ ქუჩის კალათბურთშიც არ გასროლინებენ. არც ზონა ვარგოდა და არც პირადი მეურვეობა დაცვაში. მერე კიდევ თავიდანვე თუ არ სცადე ბურთის თყორცნა კალათში თამაშის ბოლოს რას ჩააგდებ გაუხურებელი რომ არიან და ბოლი გასდით თან უკნიდან. კალათ ბურთი ჰქვია ესროლე ეს ოხერი იქნებ ჩავარდეს. უკრაინას ანუ კიევის დინამოს ტკაჩენკო და ბელოსტენნი ჰყავდათ ერთად და დერიუგინი მარტო უგებდა ხოლმე ორივეს და თავზეც ატენიდა და ბევრად დაბალი იყო მათთან შედარებით. შვიდკაცა რავა სამღერლად წავიდნენ?
niko
04:40 04-09-2017
1
მართალს ამბობს ეს კაცი. 7 კაცია ჩვენს გუნდში, დანარჩენი ტურისტია.

უკრაინას მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებ, გულღია ხალხია.
ასეა ეეს.
09:11 04-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული