დღეს A და B ჯგუფში მერვედფინალის საგზურის მფლობელთა ვინაობა გახდება ცნობილი. საღამოს (18:30) ჩვენი საქართველოს ბედიც გადაწყდება.
მერვედფინალური ეტაპი სტამბოლში, "სინან ერდემის სპორტის სასახლეში" გაიმართება.
ბილეთების შეძენა კი უკვე არის შესაძლებელი და ერთი ბილეთით ორ მატჩზე შეგეძლებათ დასწრება.
ბილეთები ექვს კატეგორიად არის დაყოფილი: ზონა 5 - 63 ლირა (45 ლარი), ზონა 4 - 105 ლირა (75
საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, მხოლოდ ID ბარათით შეგეძლებათ სტუმრობა მეზობელ ქვეყანაში. ეს კი საშუალებას მოგცემთ, უქომაგოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მერვედფინალში.
ჩვენი კალათბურთელების ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, მათი თამაში ნებისმიერ შემთხვევაში 9 სექტემბერს გაიმართება.
თუ რა შანსები აქვს საქართველოს, იხილეთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე:
- საქართველო vs იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში