NBA-ის MVP-მ და სერბეთმა ევროპირველობა მარტივი გამარჯვებით დაიწყეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის ევრობასკეტის გათამაშებაში სერბეთის ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 100:76 დაამარცხა.

სერბების მხრიდან საუკეთესო ვასილი მიჩიჩი გახლდათ, რომელმაც თავი 15 ქულით, 1 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

NBA-ის მოქმედმა MVP-მ, ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 19 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

ნიდერლანდელების შემადგენლობიდან დე იონგმა 28 ქულა (6/8 სამქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

სერბეთი მეორე შეხვედრას დღეს, 19:30 საათზე, ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარებს, ნიდერლანდელები 23:00 საათზე ისრაელს შეხვდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული