2022 წლის ევრობასკეტის ფინალში ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 სექტემბერს 2022 წლის ევრობასკეტის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, პირველ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და 95:54 დაამარცხა.

გამარჯვებულთა მხრიდან გამორჩეული მატჩი ჩაატარა გერშონ იაბუსელემ, მადრიდის "რეალის" კალათბურთელმა 22 ქულა 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

პოლონელთაგან საუკეთესო ეიჯეი სლოტერი გახდა, გამთამაშებელმა 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

რაც შეეხება მეორე მატჩს, "ლა როხა" გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა დაძაბული გამოდგა, გერმანელები თითქმის 3 პერიოდის განმავლობაში წინ იყვნენ და უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ესპანელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და 96:91 იმარჯვეს.

"ლა როხადან" ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ლორენცო ბრაუნმა,
ყაზანის "უნიქსის" მოთამაშემ 29 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

მასპინძელთა მხრიდან კი დენის შროდერმა გაიბრწყინა, "ლეიკერსის" ახალწვეულმა მოედანზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 30 ქულა, 1 მოხსნა და 8 ასისტის დაგროვება შეძლო.

შეგახსენებთ, ევრობასკეტის ფინალური დაპირისპირება 18 სექტემბერს, 22:30 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დროს კალათბურთია, დაწერეთ ნეაპოლის 75 ნომერი ავტობუსის მძღოლი რას ეუბნებოდა, ხვიჩას შესახებ ბოლონიელ მგზავრს.
ბასკო
16:29 17-09-2022
2
ძმები 14-41❤️
მარი
16:13 17-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული