
საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ევან ფურნიემ ევრობასკეტის ფინალის წინ საკუთარ გულშემატკივარს მოუწოდა, რომ ბერლინში ჩასულიყვნენ და ნაკრებისთვის მხარი დაეჭირათ.
"ახლა აწიეთ ტრ***ბი და გაავსეთ მოედანი" - განაცხადა ფურნიემ პოლონეთთან გამარჯვების შემდეგ.
"კაპიტანი საუბრობს, უსმინეთ მას" - წერს საფრანგეთის კალათბურთის ფედერაცია.
მოგეხსენებათ, ფრანგებს ევრობასკეტზე ყველაზე ცოტა მხარდამჭერმა ჩააკითხა. როგორც ცნობილია პოლონეთთან შეხვედრაში "მამლებს" 200 ადამიანი უჭერდა გულმხურვალედ მხარს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით