მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და "გრისინის თასი" "რეჯო ემილიაში"

AutoSharing Option
იტალიაში სერია A 30 სექტემბერს იწყება. მანამდე გუნდები გენერალურ რეპეტიციებს გადიან. წარმატებული გამოდგა ბოლო შეხვედრა მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯო ემილიასთვის", რომელსაც "გრისინის თასში" კრემონას "ვანოლი" ეცილებოდა.

შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩის დასაწყისი - პირველი პერიოდი "რეჯო ემილიამ" 33:14 მოიგო და დარჩენილ დროში მეტოქისთვის თამაშის გამოსწორების უფლება აღარ მიუცია. საბოლოოდ - 87:70 ემილიელთა სასარგებლოდ.

ისევე,  როგორც საწყის გაქცევაში, საერთოდ, გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის მანუჩარ მარკოიშვილს. მან 16 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოინაგრა. თამაშიდან 9 ტყორცნა შეასრულა და 6 გამოიყენა.

მანუზე
მეტი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ამადეო დელა ვალემ ჩააგდო - 21.

"რეჯო ემილია" იტალიის ჩემპიონატის პირველ მატჩს 2 ოქტომბერს, "აველინოს" წინააღმდეგ, სტუმრად გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგალითის მიმცემი, ნაღდი კალათბურთელი, წარმატებები მანუ.
koba
13:13 02-10-2017
0
წარმატებები მანუ!
სოსო
20:15 27-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული