გოგა ბითაძის 19 ქულა ადრიატიკის ლიგაში ვარსკვლავებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების 18 წლის კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგაში მეორე მატჩი გამართა. მისი "მეგა ბიმაქსის" მოწინააღმდეგე "ცრვენა ზვეზდა" იყო. შეხვედრა სწორედ ამ გუნდის მოედანზე გაიმართა და ათქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 90:80.

გოგა "მეგა ბიმაქსის" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. მან 30 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 4 დაფარება და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 16-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

მასთან ერთად 19 ქულა ჰქონდა რებიჩს, ხოლო ენისმა 21 ქულას მოუყარა თავი.

"ცრვენა ზვეზდა" სერიოზული გუნდი რომ არის, ისიც
მეტყველებს, რომ მასში NBA-მოვლილი პერო ანტიჩი თამაშობს. "ზვეზდას" კალათბურთელებმა ბოლო წუთებზე მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და, როგორც მოგახსენეთ, 90:80 გაიმარჯვეს. მათი ბომბარდირი ტაილერ როჩესტი გახდა - 23 ქულა.

"მეგა ბიმაქსი" ადრიატიკის ლიგაზე მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს შინ გამართავს. მისი მეტოქე მონტენეგროს "მორნარი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯარიმებიც ზუსტად ჩაუყრია.გუნდში აშკარად ენდობიან თორემ 30 წუთს არავინ მისცემდა,ეს კი ნიშნავს რომ ძალიან მალე,ძალიან მაგარი ცენტრი გვეყოლება.ეგენი დაცვაში კარგ თამაშსაც მალე ასწავლიან.
სოსო
23:45 05-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული