252 ქულა შანხაიში - ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "მინესოტას" მოუგეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები საგამოფენო მატჩებს მართავენ. სწორედ რომ ქულების გამოფენა ვიხილეთ შანხაიში, "გოლდენ სტეიტ უორიორსისა" და "მინესოტა ტიმბერვულვზის" შეხვედრაში, რომელშიც 252 ქულა ჩავარდა. გაიმარჯვა ზაზა ფაჩულიას "უორიორსმა" - 142:110.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 15 წუთი გაატარა და მატჩი 4 ქულით (3-დან 2 ორქულიანი), 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით დაასრულა.

ნამატჩევს, "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელ სტეფ კარის რომ ჰკითხეს 40 ქულის შესახებ, გაიკვირვა - მაგდენი როგორ მოვახერხეო. არადა, მოედანზე ისეთი შოუ დადგა, შანხაის "მერსედეს-ბენც არენაზე" შეკრებილ
მაყურებელს ცხოვრებაში არ დაავიწყდება. კარიმ 9-დან 6 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულა დაფიქსირდა, კლეი ტომპსონის - 28. NBA-ს ოფიციალურ საიტზე კლეის 13 წუთი უწერია. ამ დროში 28 ქულის ჩაგდება საოცრებაა, თუმცა, რადგან საქმე ტომპსონს ეხება, შესაძლოა, არც იყოს გასაკვირი. მაგრამ გასაკვირი სხვა რამაა: ნაციონალური ასოციაციის საიტზე შეცდომით ეწერა კლეის 13 წუთი. რეალურად მას 33 წუთი ჰქონდა ნათამაშები.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო საგამოფენო შეხვედრას უკვე შინ, 14 ოქტომბერს გამართავს. მისი მეტოქე "საკრამენტო კინგსი" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზას ევრობასკეტზე ეთამაშა ნორმალურად, ის აჯობებდა.
სამარცხვინო თამაში გამოუვიდა და მაგის გამო გამოვვარდით.
TORPEDO
14:54 09-10-2017
5
Midi zazaa miaceqi, imat gulis gasaxetqad visac sheni anu chveni carmateba ar uxaria
ირაკლიუსი
12:07 09-10-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული