10:38 31-10-2017
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" სტუმრად გაანადგურა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე საერთო ჯამში 12:59 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. ფაჩულიამ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
"უორიორსს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 31 ქულა ჩააგდო, რასაც 6 პასი და 5 მოხსნა მიამატა. კევინ დურანტმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 15. დრეიმონდ გრინმა კი 16 ქულა მოიპოვა, რასაც 6 პასი და 9 მოხსნა მიამატა.
ერთადერთი ორმაგი დუბლი დეანდრე ჯორდანის ანგარიშზეა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ამ მოგებით "გოლდენ სტეიტმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ოკლენდელებს 5 მოგება და 3 წაგება აქვთ.
ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 3 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
პორტლენდი-ტორონტო 85:99
იუტა-დალასი 104:89
ჰიუსტონი-ფილადელფია 107:115
მემფისი-შარლოტი 99:104
ნიუ ორლეანი-ორლანდო 99:115
ბოსტონი-სან ანტონიო 108:94
მაიამი-მინესოტა 122:125
ნიუ იორკი-დენვერი 116:110
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ნუთუ შენში აღტაცებას იწვევდა დაბნეული გიგანტი, რომელიც თითქმის ყოველთვის 6 წლის ბავშვივით კარგავდა ბურთს???
და ეგებ ისიც ამიხსნა,მის გარეშე ნაკრებმა (ჩემპიონატამდე) ყველა მეტოქეს რატომ აჯობა???
ზაზა საქართველოს პატრიოტია, მაგრამ მაგარი კალათბურთელი ნამდვილად არ არის.
ეს ევრობასკეტზეც კარგად გამოჩნდა.