"სან ანტონიოსთან" მატჩის წინ - ზაზა ფაჩულია ყურადღების ეპიცენტრშია

AutoSharing Option
3 ოქტომბერს, დილის 04:00 საათზე "სან ანტონიო" "გოლდენ სტეიტს" მიიღებს. მატჩამდე მედიისა და გულშემატკივრის ყურადღების ეპიცენტრში ზაზა ფაჩულიაა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტისა" და "სან ანტონიოს" შორის პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში "სპურსის" ვარსკვლავი კავაი ლეონარდი ცუდად დაეცა ზაზა ფაჩულიას ფეხზე და მძიმე ტრავმა მიიღო. ამ ეპიზოდმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

დენი გრინი ("სან ანტონიო"): "ჩვენ დაგვავიწყდა ეს ამბავი, ეს წარსულია. ზაზა კალათბურთელია, როგორც ყველა ამ ლიგაში. რაც მოხდა, ეს არ იყო კარგი, მაგრამ ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა".

The Spursian
Empire
("სან ანტონიოს" ფანკლუბი): "სპურსის" ფანებს არაფერი გვავიწყდება და გვახსოვს, რომ ფაჩულია კავაის დამტვრევას ცდილობდა".

მარკ მედინა ("მერკური ნიუსის" ჟურნალისტი): "ზაზა ფაჩულიაზე საუბრები დღემდე არ წყდება. ის პირველად იქნება სან ანტონიოში კავაის ტრავმის შემდეგ".

ტომ ორზბორნი ("სან ანტონიო ექსპრესის" ჟურნალისტი): "დენი გრინს დაავიწყდა ყველაფერი, მაგრამ "სან ანტონიოს" ფანებს? შეძლებენ ისინი ფაჩულიას პატიებას?"

კონორ ლეტერნოუ ("სან ფრანცისკოს ქრონიკები" ჟურნალისტი): "ზაზა ფაჩულია უბრუნდება სან ანტონიოს. მას რთული დღე ელის, მაგრამ მას ეს ალბათ ეს სულ არ აწუხებს".

- კავაი ლეონარდი: არა მგონია, რომ ზაზამ ტრავმა ძალით მომაყენა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზაზა მიდი მიაწექით უნდა მოუგოთ მაგათ ბევრი რომ არილაყბონ
ქართველი
00:03 03-11-2017
0
ზუსტად მსგავს ვითარებაში ,,მიაყენა" ტრავმა რასელ ვესტბრუკმა ერთი კვირის წინ (ნიუ-იორკის მოთამაშეს,თუ არ ვცდები). მაგრამ არავის არაფერი უთქვამს და არც დაუწერია. იმიტომ რომ ის ამერიკელი ვარსკვლავია,ზაზა კიდევ ,,დაბალი ღობე" ჰგონიათ...
ალეკო
20:22 02-11-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული