"გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფია" 135:114 გაანადგურა და ზაზამ 4 ქულა მოაგროვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ნოემბერს, დილით, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ფილადელფიას" ესტუმრა და ანგარიშით 135:114 გაანადგურა, რაც რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 გამარჯვებაა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე, საერთო ჯამში, 11 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ მხოლოდ 4 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა კევინ დურანტმა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა 23 ქულა მიითვალა და სტეფ კარის ანგარიშზე 22 ქულაა.

კარგი სტატისტიკა ჰქონდათ სათადარიგოთა მოთამაშეებს: ნიკ იანგი - 20 წუთში 13 ქულა, ჯავალე მაგკი 8 წუთში 11 ქულა
და 3 მოხსნა.

10 მოგებითა და 3 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 14 ნოემბერს შინ, ჩვენი დროით 08:30 საათზე "ორლანდო მეჯიქთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 12 /
კონტრაკტში უწერია 4-7 წუთი უნდა ითამაშოს, 114 ქულიდან 4 ქულის ჩაგდებაც ძაან მაგარია
zurosi
14 ნოემბერი 2017 10:22
0
Paata erts getyvi.rac pachuliam gaaketa imas vercerti ver gaaketebs verasdros es daimaxsovre.senakis siamayea zaza.
Irakli
13 ნოემბერი 2017 13:57
0
ისე სიმართლე გითხრათ, ევრობასკეტზე მომხდარის გამო ჩემთვის ფაჩულიამ საერთოდ დაკარგა აქტუალურობა, ხოლო რა ფორმითაც დღეს ის ერევა ჩვენს კალათბურთში პირდაპირ ვიტყვი მიუღებელია! რა მაგის საქმეა ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდრნტი?! ამიტომაც აწი გინდა 1 ქულა გააკეთოს და გინდაც 20. მთავარი ადამიანობის და თავმდაბლობის შენარჩუნებაა!
პაატა
12 ნოემბერი 2017 22:30
1
გეთანხმები, ზაზას თავში აუვარდა რაღაც... ევრობასკეტზე ზაზას გარეშე გავაღწევდით ჯგუფიდან დამიჯერეთ, რომ არა მისი უგუნური შეცდომები, პატარა ბავშვივით აკეთებდა გარბენებს ზედიზედ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში. პირადად ჩემგან მორჩა ოლ სტარზე მისთვის ხმის მიცემა
qqq
13 ნოემბერი 2017 11:31
0
და რა მოხდა ევრობასკეტზე?
მ.მ
13 ნოემბერი 2017 00:36
0
135 ქულიდან 4 მაგარია
Dato
12 ნოემბერი 2017 21:50
0
11 წუთში "მხოლოდ" 4-4 ცოტა არაა, 11ზე მეტს რო არ ათამაშებს ეგაა ცუდი, რა აზრიაქ ეგეთ სტარტერს
მ.მ
12 ნოემბერი 2017 20:48
0
მერამდენე სირცხვილი, არადა სტარტერი ქვია
gaga
12 ნოემბერი 2017 18:42
0
არ ქონდა ნორმალური წინადადება თორემ სეზონის წინ გადავიდოდა! ახლა ინვრამდე ათამაშებენ, და მერე გადავა სადმე სადაც უფრო მეტი ფუნქცია ექნება ვიდრე "სტენკის" თამაში!
aburjga
12 ნოემბერი 2017 17:17
0
მაგ ასაკში მეტ დატვირთვას ვეღარც გაუძლებს ზაზა, ასე რომ იყოს სადაც არის და თამაშში 4-6 ქულა აკეთოს და რამოდენიმე ბლოკი დააყენოს.
პაატა
12 ნოემბერი 2017 12:37
1
აბა რა :))) არც თვითონა აქვს მეტის პრეტენზია და არც არასოდეს ჰქონია, თორემ რაღაცას შემატებდა 15 წლის განმავლობაში საკუთარ გეიმს. დალასში რომ იყო, ერთ-ერთი ვიდეო ვნახე, სადაც დერკი ასწავლის ჯამფ შოთს - სროლას, ან დრიბლინგს და მერე სროლას.. მაშინ ვფიქრობდი, რატომ არ უნდა ემუშავა თვითონ რომ საკუთარი სათამაშო არსენალისთვის რამე შეემატებინა მთელი კარიერის განმავლობაში. გასაგებია, რომ არ არის ნიჭიერი, მაგრამ არც დერკი ჩანს ნამეტანი ნიჭიერი. მან ის ე.წ. ფეიდეუეი ჯამფ შოთი შრომით დაამუღამა. თავისი ხელწერა დატოვა უკვე ნბა-ში... ზაზა 3-4 მილიონითაც კმაყოფილია :((
odala
12 ნოემბერი 2017 16:16
0
გადავიდეს სხვაგან, ეგ ბეჭედი 6000 დოლარი ღირს
m.m
12 ნოემბერი 2017 11:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული