გიორგი შერმადინმა "გრან კანარიას" 23 ქულა ჩაუგდო და მატჩის MVP გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუუცხოოდ გაისარჯა ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი გიორგი შერმადინი, რომელმაც "გრან კანარიას" 26:07 წუთში 23 ქულა ჩაუგდო (9-დან 7 ორქულიანი, 9-დან 9 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, 4 პერსონალური მიიღო და მარგი ქმედების კოეფიციენტით (26) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სწორედ გიორგის დამსახურებაა "უნიკახას" გამარჯვება 94:87. ახლა მისი გუნდი 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.

შერმადინის გუნდიდან მის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა, 14 სასუ სალინმა ჩააგდო, "გრან კანარიადან" კი ამდენივე ონდრეი ბალვინმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული