ზაზა ფაჩულიამ კლეი ტომპსონზე მეტი ჩააგდო! - "გოლდენ სტეიტმა" "ნიქსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
24 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 123:112 დაამარცხა.

"უორიორსის" ქართველმა ცენტრმა 14:14 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

  • 24.01.18. ზაზა ფაჩულიას 13 ქულა და საუკეთესო მომენტები "ნიქსთან" მატჩში

აღსანიშნავია, რომ ფაჩულია "გოლდენ სტეიტში" ქულების მიხედვით მესამე ადგილზე გავიდა. დრეიმონდ გრინმა 12 ქულა ჩააგდო, ხოლო კლეი ტომპსონმა - 9.

ზაზა, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო. მან 6-დან
5 ორქულიანი და 3-დან სამივე ჯარიმა ჩააგდო.

ოკლენდელებს კი სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითვალა, ხოლო კევინ დურანტმა 14 ქულასთან ერთად 14 პასი გასცა.

აღსანიშნავია, რომ "ნიქსს" თავისი ლიდერი კრისტაპ პორზინგისი არ ჰყავდა.

  • 24.01.18. გოლდენ სტეიტი - ნიუ იორკი 123:112

ამ მატჩის შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 48-დან 38 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 26 იანვარს შინ "მინესოტასთან", ჩვენი დროით 07:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-ბოსტონი 108:107
ოკლაჰომა-ბრუკლინი 109:108
სან ანტონიო-კლივლენდი 114:102
ორლანდო-საკრამენტო 99:105
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული