შენგელიას "ბასკონიამ" "ცრვენა ზვეზდა" გააბითურა და პლეი-ოფის ზონას მიუახლოვდა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სახლში ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" უპრობლემოდ ანგარიშით 103:84 სძლია.

თავად შენგელიას, რომელმაც ამ სეზონში მაღალი შედეგიანობით გაგვანებივრა, თავისი საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია: 24:32 წუთში 11 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ეთხელ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო.

ამ შეხვედრაში 25 ქულით ყველაზე შედეგიანი მისი თანაგუნდელი როდრიგ ბოუბუა იყო (მატჩის MVP-ც ის გახდა), ხოლო "ცრვენა ზვეზდადან" დილან ენისი (22).

"ბასკონია" სატურნირო
ცხრილში 10 მოგებით მე-9 ადგილზეა, კაუნასში "ჟალგირისთან" დამარცხებულ "მაკაბის" მხოლოდ 1 ქულითღა ჩამორჩება და 8 თებერვალს გასვლაზე "პანათინაიკოსს" ხვდება.

ასე რომ, თორნიკეს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის ურიგო შანსი არა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული