თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის MVP გახდა!

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ევროლიგის 24-ე ტურის MVP (უძვირფასესი, საუკეთესო მოთამაშე) გახდა. ესპანური "ბასკონიას" ქართველი კაპიტანი საუკეთესო იყო მოსკოვის "ხიმკისთან" მატჩში, რომელიც შენგელიას გუნდმა 87:77 მოიგო და პლეი ოფში გასასვლელ ბრძოლაში დაწინაურდა.

თორნიკემ "ხიმკისთან" მატჩში 15 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. 15 მოხსნა "ბასკონიას" მაისურით ევროლიგაში 12 წელია, არავის მიუთვლია. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა და ეს გახლდათ 24-ე ტურის საუკეთესო შედეგი. ქართველი ფორვარდის ზურგსუკან აღმოჩდნენ ცსკა-ს ფრანგი ფორვარდი ნანდო დე კოლო (27), ხიმკელი ენტონი
გილი (26), ნიკ კალატესი (25) და კოსტას სლუკასი (24).

ეს გახლავთ შენგელიას მეორე MVP-ის ტიტული ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მე-14 ტურში თორნიკემ და ცსკა-ელმა კორი ჰიგინსმა საუკეთესო მოთამაშის პრიზი ზიარად მოიგეს.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული