pistons.com: ფაჩულია დრამონდის დუბლიორი იქნება და გუნდს პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარება

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონსის" საიტმა გუნდის ახალწვეულზე ზაზა ფაჩულიაზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის (გთავაზობთ მცირედი შემოკლებით).

"ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" 57 მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში. ეს გუნდი უკანასკნელ 4 სეზონში მესამედ გახდა ჩემპიონი. ზაზა საშუალოდ 14.01 წუთს თამაშობდა, რაც მის 15-წლიან კარიერაში მესამე მაჩვენებელია. ზაზას მთავარი ფუნქცია ბურთის მოხსნა, საშუალო მანძილიდან სროლა და საჯარიმოების ზუსტად შესრულება გახლდათ. ფაჩულიას როლი გუნდში შემცირდა ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ. როგორც ირწმუნებიან, მიზეზი ხელმძღვანელობისთვის სემი გელფანდის მომზადებული ანალიტიკური ანალიზია, რომლის მიხედვით ზაზასთან ერთად გუნდი დაცვაში
ვერ ვარგობდა და მის ნაცვლად სასტარტოში ჯავეილ მაკგი დააყენეს. ცნობისათვის, გელფანდმა  "გოლდენ სტეიტი" დატოვა და სამუშაოდ "პისტონსში" გადავიდა. ზაზა საშუალოდ 36 წუთში 13.8 ქულასა და 11.9 მოხსნას აკეთებდა, თამაშიდან 56%-ს აგდებდა, საჯარიმოს ხაზიდან კი 80%-ს.

კარიერა თვალის გადავლებით
NBA-ში ფაჩულიას 1 030 თამაში აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მე-16 ადგილზეა. ის ასოციაციაში 19 წლის ასაკში მშობლიური საქართველოდან ჩამოვიდა, აირჩიეს დრაფტის 42-ე ნომრად "ორლანდოში", სადაც სათადარიგო იყო, ხოლო 21 წლის ასაკში "ატლანტაში" ძირითადი ცენტრი გახდა. ის აგრეთვე "მილუოკიში" და "დალასში" ასპარეზობდა.

რა როლს ითამაშებს "პისტონსში"?
"პისტონსს" ოდენ ორი გამოკვეთილი ცენტრი ჰყავს, დრამონდი და ფაჩულია, თუმცა შეცვლაზე ამ პოზიციაზე თამაში ჯონ ლუერსს, ჰენრი ელენსონსა და ბლეიკ გრიფინსაც კი შეუძლიათ.

ფაჩულია სარეზერვო ცენტრი იქნება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა, რეპუტაციაა - ახალგაზრდა კალათბურთელები მუდამ მოუსმენენ, ხოლო მწვრთნელს არ ექნება პრობლემა თუ ზაზას სტაბილურად არ ათამაშებს, რამეთუ დრამონდის დუბლიორობას არ იუკადრისებს.

კარგი სეზონი ექნება თუ...
თუ ზაზა ისეთივე ფორმაში იქნება, როგორშიც მთელი ამერიკული კარიერის მანძილზეა, ყოველმხრივ სასარგებლო იქნება. ის ხომ შეუპოვარი, ლიდერი  და პროფესიონალია და "პისტონსს" პლეი-ოფში გასვლაში და კონფერენციის ლიდერებთან ბრძოლაში დაეხმარება".

altზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ბუღალტერმა 800 ათასი მიითვისა

altგამარჯვებულის მენტალიტეტი, მაღალი IQ - "დეტროიტის" საიტი ზაზა ფაჩულიას აფასებს და მის როლზე საუბრობს

altსიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი ვარ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზათი თუ ზაზას გარეშე დეტროიტი საპლეიოფო გუნდია მაგრამ სამწუხაროდ მანდ ბოსტონთან თუ ტორონტოსთან უშანსოდ იქნებიან მგონია. არც მილუოკი, ინდიანა და ფილადელფია იქნება საჩუქარი.
ზვიადი
08:50 09-09-2018
0
არა ეს რა იყო ნეტავი, ფორტუნა დასცინის თუ რაა?! გადავიდა ზაზა დეტროიტში და "გადაყვა" ეს გნიდა სემი გელფანდი! არა და მოუთმენლად ველოდი სეზონის დაწყებას!
aburjga
18:59 08-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული