მარცხი ოვერტაიმში - ზაზა ფაჩულიას 6-მა პასმა "დეტროიტს" "ბრუკლინთან" ვერ უშველა [VIDEO]

AutoSharing Option
9 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში "ბრუკლინ ნეთსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში 108:110 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, ხოლო მოედანზე საერთო ჯამში 17:27 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა, 1 ბლოკი მოაგროვა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

ზაზამ 5-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას მომენტები "ბრუკლინთან" მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 25 ქულა ბრუკლინელთა კალათბურთელმა დიანჯელო რასელმა ჩააგდო.

"დეტროიტიდან" კი 24 ქულა ლენგსტონ გალოვეიმ მიითვალა, ბლეიკ გრიფინმა
17 ქულა ჩააგდო, ხოლო ანდრე დრამონდმა 14 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

დეტროიტი - ბრუკლინი 108:110

ზაზა ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას შინ 11 ოქტომბერს, "ვაშინგტონ უიზარდთან" ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

alt"სან ანტონიომ" ზაზა ფაჩულიას გარეშე მყოფი "დეტროიტი" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

altზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" იყიდა

altზაზა ფაჩულიამ "დეტროიტში" დებიუტი 10 ქულით აღნიშნა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული